ალექსანდრე ჩივაძე ახალგაზრდულ ნაკრებს ავსტრიაში გამოცდის

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 18-27 მარტს ავსტრიულ შეკრებაზე იქნება, პლაგენფურტთან მდებარე ბაზაზე დაბინავდება და სამ შეხვედრასაც გამართავს - ალბანელ, ხორვატ და აზერბაიჯანელ თანატოლებს გაეჯიბრება.

ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების დამრიგებელმა ალექსანდრე ჩივაძემ ამ შეკრებისთვის ეს ფეხბურთელები გამოიძახა:

მეკარეები: გიორგი ნადირაძე (ცხინვალის "სპარტაკი"), კახა მეშველიანი ("ზესტაფონი");
მცველები: მამუკა კობახიძე("ალანია", რუსეთი), დავით კოხია ("ვოლგა", რუსეთი), გიორგი ჯგერენაია ("ილიჩეევეცი", უკრაინა), ნიკა კვეკვესკირი, არჩილ ტვილდიანი (ორივე "დინამო თბილისი"), გიორგი გაგნიძე ("სასკო);
ნახევარმცველები: ლაშა ჩაფიძე,. ჯამბულ ჯიღაური, გიორგი პაპავა, ლაშა პარუნაშვილი (ოთხივე "დინამო თბილისი"), მერაბ გიგაური (ქუთაისის "ტორპედო"),
დავით კირკიტაძე ("ჩიხურა"), ვაკო ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია);
თავდამსხმელები: თორნიკე ოქრიაშვილი ("ილიჩევეცი" უკრაინა)გიორგი ილურიძე ("დილა"), დავით სხირტლაძე ("ორჰუსი", დანია), გიორგი ჭანტურია ("ალანია", რუსეთი), გიორგი ქვილითაია ("დიორი", უნგრეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული