საქართველოს 17-წლამდელებმა გორელი თანატოლები დაამარცხეს

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა, ავსტრიაში გამგზავრებამდე ბოლო ამხანაგური შეხვედრა გამართა.

გიორგი დევდარიანის გუნდი გორის "დილას" ახალგაზრდულ გუნდს დაუპირისპირდა და ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა. მატჩი "ბენდელას" სტადიონზე ჩატარდა.

U17 - დილა 3:1 (0:0)
გოლები: ხარაიშვილი, ჩაბრაძე, მარგველაშვილი
U17: გოშაძე, თევზაძე, მარგველაშვილი, ტაბიძე, შულაია, მალანია, გოროზია, ხარაიშვილი, რუხაძე, ზარანდია, კერძევაძე
შეცვლაზე შევიდნენ: პატარკაციშვილი, ბერიძე, ჩაბრაძე

მატჩის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მეორე ტაიმში, 17-წლამდელები უფრო აქტიურად ათამაშდნენ და ჯერ გიორგი ხარაიშვილმა გახსნა ანგარიში; შემდეგ, ანგარიში ორამდე შეცვლაზე შესულმა გრიგოლ ჩაბრაძემ გაზარდა.

ამ შუალედში,
"დილამაც" შეძლო ერთი საპასუხო გოლის გატანა, როცა კუთხურის შემდეგ, გორელმა ფეხბურთელებმა ნაკრების საჯარიმოში შექმნილი არეულობით კარგად ისარგებლეს.

წერტილი კი, ამ მატჩში ნაკრების ცენტრალურმა მცველმა - გაგი მარგველაშვილმა დასვა და ზარანდიას ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ, თავური დარტყმით მესამედ აიღო "დილას" კარი.

შეგახსენებთ, რომ ელიტრაუნდში საასპარეზოდ, 17-წლამდელთა ნაკრები ავსტრიაში 20 მარტს გაემგზავრება.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული