გია ცეცაძე: ფეხბურთელებს პრაქტიკა არ აკლიათ

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში გავიდა. მოსამზადებელ ეტაპზე გუნდი მეორედ შაბათს შეიკრიბა.

ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, 19-წლამდელები სასტუმრო "პრესტიჟში" დაბინავდნენ, მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე კი ფეხბურთელებს საგურამოში და ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" 20 მარტამდე ავარჯიშებს.

21 მარტს, გამთენიისას, გუნდი პოლონეთში გაემგზავრება და ქალაქ პულავში პოლონეთის 19-წლამდელთა ნაკრებთან 22 და 24 მარტს ამხანაგურ მატჩებს გამართავს.

მეკარეები: გაბრიელ თებიძე ("ჩიხურა", საჩხერე), ბაჩო მიქავა ("ლოკომოტივი", თბილისი)
მცველები: ლევან გეგეჭკორი ("მერანი", მარტვილი), ნიკა სანდოხაძე ("ტორპედო", ქუთაისი), დავით უბილავა ("ვიტ ჯორჯია", თბილისი), დავით
მთივლიშვილი, ნიკა ჭანტურია (ორივე - "ლოკომოტივი", თბილისი), ნიკა ნარმანია ("რუხი", პოლონეთი)
ნახევარმცველები: გურამ სამუშია, ავთო ენდელაძე (ორივე - "ზესტაფონი"), თემურ მარკოზაშვილი, გოგი გოგიჩაიშვილი (ორივე - "ტორპედო", ქუთაისი), საბა ლობჟანიძე ("დინამო", თბილისი), დაჩი ცნობილაძე ("მეტალურგი", რუსთავი), ლუკას ჰუფნაგელი ("უნტერხაჰინგი", გერმანია), გიორგი სარჯველაძე ("ჰერკულესი", ესპანეთი)
თავდამსხმელები: ბაჩანა არაბული ("დილა", გორი), ბუდუ ზივზივაძე ("დინამო", თბილისი), გიორგი ფანცულაია ("ტორპედო", ქუთაისი), ნიკა ტარყაშვილი ("ანტვერპენი", ბელგია)

"საბედნიეროდ, ყველა ის მოთამაშე გამოცხადდა, ვისი მოწვევაც გვსურდა. უმაღლესლიგელები 17 მარტს, ტურის შემდეგ დავიბარეთ, რადგან კლუბებს ანგარიში გავუწიეთ, ერთი დღე არაფერს ცვლიდა.

თბილისური შეკრების დროს ამხანაგური მატჩები არ დაგვიგეგმავს. მახარებს, რომ თითქმის ყველა გამოძახებულს კლუბში სათამაშო პრაქტიკა აქვს - ზოგს უმაღლეს ლიგაში, ზოგსაც დუბლშემადგენლობაში ან პირველში",
- ამბობს ცეცაძე.

19-წლამდელების მოსამზადებელი ეტაპი ამით არ დასრულდება. აპრილში გუნდი პორტუგალიაში ოთხთა ტურნირში გამოვა, მაისის ბოლოს კი უკვე ელიტრაუნდის თამაშები დაიწყება.

რაც შეეხება ლეგიონერებს: ლუკას ჰუფნაგელი და ნიკა ნარმანია ნაკრებს პოლონეთში შეუერთდებიან, ნიკა ტარყაშვილი და გიორგი სარჯველაძე კი უკვე თბილისში არიან და გუნდთან ერთად შეკრებას პირველივე დღიდან გადიან.

გულშემატკივრისთვის უცნობი მოთამაშეა ტარყაშვილი. შევიტყვეთ, რომ ის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი ნახევარმცველის, ლევან ტარყაშვილის ვაჟია.

ცეცაძის თქმით, 18 წლის თავდამსხმელი საფეხბურთო აკადემია "ოლიმპის" გაზრდილია, ბელგიაში კი რამდენიმე წლის წინათ გაემგზავრა და "ანტვერპენის" საფეხბურთო სკოლაში ჩაირიცხა. ამჟამად ბელგიური კლუბის 19-წლამდელებში თამაშობს, ხშირად კი დუბლშემადგენლობასთან ერთად ვარჯიშობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული