ჩვენი დელეგაცია 21 მარტს, გამთენიისას, პოლონეთში გაემგზავრება, სადაც ამ ქვეყნის 19-წლამდელთა გუნდთან 22 და 24 მარტს ორი ამხანაგური მატჩი დაიგეგმა.
ნაკრებში გამოძახებული მოთამაშეებიდან შეკრებაზე ორი არ იმყოფება - გერმანული "უნტერხაჰინგის" ცენტრალური ნახევარმცველი ლუკა ჰუფნაგელი და პოლონური "რუხის" მცველი ნიკა ნარმანია გუნდს პოლონეთში შეუერთდებიან.
სამწუხაროდ, ამ სპარინგებს გამოტოვებს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ფანცულაია - ქუთაისის "ტორპედოს" თავდამსხმელს 18 მარტს,
გიორგის თქმით, ვარჯიშს ერთ კვირაში განაახლებს, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში პოლონეთში მის გამგზავრებას აზრი არ ექნებოდა.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ გვითხრა, რომ ფანცულაიას ნაცვლად ნაკრებში თბილისის "დინამო 2"-ის ცენტრალური ნახევარმცველი, ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი გიორგი პაპუნაშვილი მიიწვია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"