საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები სლოვაკეთის ნაკრების საწვრთნელ ბაზაზე ემზადება

AutoSharing Option
20 მარტს თბილისიდან სლოვაკეთში გაემგზავრა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები გუნდი, რომელიც ელიტრაუნდის დაწყებამდე ბრატისლავას მახლობლად, სენეცში, სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების საწვრთნელ ბაზაზე მოემზადება.

17-წლამდელები ბაზის მახლობლად, სასტუმრო DOLPHIN-ში ცხოვრობენ.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმ 18 ფეხბურთელის ვინაობას, რომლებიც ავსტრიაში გასამართ ელიტრაუნდზე საქართველოს ღირსებას დაიცავენ:

მეკარეები: ოთო გოშაძე, ბექა ქურდაძე (ორივე - "საბურთალო")
მცველები: აკაკი შულაია ("მერანი", მარტვილი), ზურაბ გელაშვილი ("ტორპედო", ქუთაისი), გაგი მარგველაშვილი, ჯემალ ტაბიძე (ორივე - "საბურთალო"), ომარ პატარკაციშვილი ("ლოკომოტივი", თბილისი)
ნახევარმცველები: ზურაბ მალანია ("ბაია", ზუგდიდი), გიორგი თევზაძე, გიორგი ხარაიშვილი, ირაკლი რუხაძე
(ყველა - "საბურთალო"), თენგიზ გოროზია ("დინამო" თბილისი), გიორგი ბერიძე ("ჩიხურა", საჩხერე)
თავდამსხმელები: ლუკა ზარანდია ("ლოკომოტივი", თბილისი), ილია კერძევაძე ("ჩიხურა", საჩხერე), გრიგოლ ჩაბრაძე, რევაზ ბარამიძე (ორივე - "საბურთალო"), რომან ჭანტურია ("ემპოლი", იტალია)

სამწვრთნელო შტაბთან ერთად, თბილისიდან 17 ფეხბურთელი გაემგზავრა. იტალიური "ემპოლის" ქართველი თავდამსხმელი - რომან ჭანტურია კი გუნდს სლოვაკეთში შეუერთდა.

21 მარტს პატარა "ჯვაროსნებმა" პირველი ვარჯიში გამართეს. გიორგი დევდარიანმა გუნდი დიდხანს ამუშავა ტაქტიკური სქემების დახვეწაზე. ჩვენი ფეხბურთელები კვადრატებსა და ე.წ. დირ-დირშიც კარგად დაიტვირთნენ.

ვენაში გამგზავრებამდე, U17 ყოველდღიურ ვარჯიშებს სენეცში გამართავს. 24 მარტს კი, დილის ვარჯიშის შემდეგ, გუნდი უკვე ავსტრიისკენ აიღებს გეზს. შეგახსენებთ, რომ ელიტრაუნდის პირველ მატჩს 17-წლამდელები 25 მარტს ვენაში, სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

სფფ-ის პრესსამსახური, სლოვაკეთი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული