17-წლამდელები ბაზის მახლობლად, სასტუმრო DOLPHIN-ში ცხოვრობენ.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმ 18 ფეხბურთელის ვინაობას, რომლებიც ავსტრიაში გასამართ ელიტრაუნდზე საქართველოს ღირსებას დაიცავენ:
მეკარეები: ოთო გოშაძე, ბექა ქურდაძე (ორივე - "საბურთალო")
მცველები: აკაკი შულაია ("მერანი", მარტვილი), ზურაბ გელაშვილი ("ტორპედო", ქუთაისი), გაგი მარგველაშვილი, ჯემალ ტაბიძე (ორივე - "საბურთალო"), ომარ პატარკაციშვილი ("ლოკომოტივი", თბილისი)
ნახევარმცველები: ზურაბ მალანია ("ბაია", ზუგდიდი), გიორგი თევზაძე, გიორგი ხარაიშვილი, ირაკლი რუხაძე
თავდამსხმელები: ლუკა ზარანდია ("ლოკომოტივი", თბილისი), ილია კერძევაძე ("ჩიხურა", საჩხერე), გრიგოლ ჩაბრაძე, რევაზ ბარამიძე (ორივე - "საბურთალო"), რომან ჭანტურია ("ემპოლი", იტალია)
სამწვრთნელო შტაბთან ერთად, თბილისიდან 17 ფეხბურთელი გაემგზავრა. იტალიური "ემპოლის" ქართველი თავდამსხმელი - რომან ჭანტურია კი გუნდს სლოვაკეთში შეუერთდა.
21 მარტს პატარა "ჯვაროსნებმა" პირველი ვარჯიში გამართეს. გიორგი დევდარიანმა გუნდი დიდხანს ამუშავა ტაქტიკური სქემების დახვეწაზე. ჩვენი ფეხბურთელები კვადრატებსა და ე.წ. დირ-დირშიც კარგად დაიტვირთნენ.
ვენაში გამგზავრებამდე, U17 ყოველდღიურ ვარჯიშებს სენეცში გამართავს. 24 მარტს კი, დილის ვარჯიშის შემდეგ, გუნდი უკვე ავსტრიისკენ აიღებს გეზს. შეგახსენებთ, რომ ელიტრაუნდის პირველ მატჩს 17-წლამდელები 25 მარტს ვენაში, სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.
სფფ-ის პრესსამსახური, სლოვაკეთი