ალბანეთის შემდეგ, ალექსანდრე ჩივაძის გუნდის მეტოქე აზერბაიჯანის ნაკრები იყო. შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა.
მატჩის პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე - 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმის 70-ე წუთზე კი, საკუთარ საჯარიმოში წესები დავით კოხიამ დაარღვია და მსაჯმაც თერთმეტმეტრიანი დანიშნა ნადირაძის კარის მიმართულებით, რომელიც აზერბაიჯანელებმა გოლად აქციეს.
ხუთიოდ წუთში, არნემის "ვიტესისა" და საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა შემტევმა - ვაკო ყაზაიშვილმა წონასწორობის აღდგენა შეძლო.
ნაკრებში ერთი იძულებითი ცვლილებაც განხორციელდა. ვარჯიშზე ტრავმა მიიღო მეკარე
მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას ახალგაზრდული ნაკრები 26 მარტს, კვლავ სოჰაუში, ამჯერად, ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
ამ შეხვედრით 21-წლამდელთა ავსტრიული შეკრება დასრულდება და ფეხბურთელები თავიანთ გუნდებს მიაშურებენ. ალექსანდრე ჩივაძე კი, ვენაში ჩასვლას და 17-წლამდელთა ელიტრაუნდის მატჩებზე დასწრებას გეგმავს.
U21 საქართველო - U21 აზერბაიჯანი 1:1 (0:0)
გოლი: ყაზაიშვილი (75)
საქართველო: ნადირაძე, ტვილდიანი, კობახიძე, ჯგერენაია (კოხია 46), კვეკვესკირი, ჯიღაური (გიგაური 46), პაპავა, პარუნაშვილი, ყაზაიშვილი, ჭანტურია, ქვილითაია (სხირტლაძე 46)
მთ.მწვრთნელი - ალექსანდრე ჩივაძე
სფფ-ის პრესსამსახური, ავსტრია