17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი. ელიტრაუნდი. I ტური
სერბეთი-საქართველო 2:0
გოლები: 1:0 სტევანოვიჩი (58 წუთი), 2:0 პანტიჩი (63).
გაფრთხილება: მიხაილოვიჩი (19), ჭანტურია (32), მარგველაშვილი (54), გოროზია (57), პანტიჩი (61), ლუკიჩი (79), თევზაძე (80).
საქართველოს ნაკრები: ოთო გოშაძე, გაგი მარგველაშვილი, ჯემალ ტაბიძე, აკაკი შულაია, ზურაბ მალანია (გიორგი ბერიძე, 65), გიორგი თევზაძე, თენგიზ გოროზია, გიორგი ხარაიშვილი, ლუკა ზარანდია, რომან ჭანტურია, ილია კერძევაძე (კ).
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
ავსტრიაში მიმდინარე ელიტრაუნდში მომდევნო შეხვედრებს გიორგი დევდარიანის გუნდი ირლანდიასთან (27 მარტს) და მასპინძლებთან (30 მარტს) გამართავს.
კონტინენტის პირველობის ფინალური ეტაპი 5-დან 17 მაისამდე სლოვაკეთში გაიმართება და იქ თამაშის უფლებას მასპინძელთა გარდა, მხოლოდ ელიტრაუნდის ჯგუფების გამარჯვებულები მოიპოვებენ.
ასევე იხილეთ:
U17. სერბეთი VS საქართველო - ახალი თაობა და ახალი იმედი