საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ელიტრაუნდი წაგებით დაიწყო

AutoSharing Option
25 მარტს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ავსტრიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში პირველი შეხვედრა სერბ თანატოლებთან გამართა და 0:2 დამარცხდა.

ვენაში გამართული მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა, მეორეში კი სერბებმა გატანა ორჯერ შეძლეს. 58-ე წუთზე თავი სტევანოვიჩმა გამოიჩინა, ხუთი წუთის შემდეგ კი პანტიჩმა შეძლო ოთო გოშაძის კარის დალაშქვრა.

შეხვედრის 69-ე წუთზე გატანა შეეძლო ილია კერძევაძეს, თუმცა ქართველ 17-წლამდელთა კაპიტნის დარტყმული ბურთი სერბთა კარის ხარიხას მოხვდა.

გიორგი დევდარიანის გუნდი ელიტრაუნდის მომდევნო შეხვედრებს ირლანდიასთან 27 მარტს, მასპინძლებთან კი 30 მარტს გამართავს.

კონტინენტის პირველობის ფინალური
ეტაპი 5-დან 17 მაისამდე სლოვაკეთში გაიმართება და იქ თამაშის უფლებას მასპინძელთა გარდა, მხოლოდ ელიტრაუნდის ჯგუფების გამარჯვებულები მოიპოვებენ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ოოოჰ ახალი ამბავი
gvanca
00:00 26-03-2013
0
გვანცა, ნამდვილად არ არის ჩვეულებრივი ამბავი იმიტომ, რომ 17წლამდელები ხშირად არ აგებენ.
Giorgipirweli
10:04 26-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული