U17. საქართველო-ირლანდია 3:0 [მიმდინარე]

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ავსტრიაში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდის მეორე ტურის მატჩს მართავს.

გიორგი დევდარიანის გუნდის მეტოქე ირლანდიის 17-წლამდელთა ნაკრებია, რომელმაც პირველ ტურში მასპინძელ ავსტრიას ანგარიშით 1:0 სძლია.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მატჩი განახლდა.

საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გახსნა - 53-ე წუთზე გატანილი გოლით ლუკა ზარანდია გამოირჩა.

შეხვედრის 55-ე წუთზე ირლანდიელები კაცნაკლულნი დარჩნენ. შეხვედრის არბიტრმა მიტჩელს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.

რომან ჭანტურიასთან უხეშობისთვის მსაჯმა ირლანდიელებს მეკარე ბერკი გაუძევა, მათ კარში კი პენალტი დანიშნა. ზარანდიამ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

62-ე
წუთზე საქართველოს ნაკრებმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა - თავი ამჯერად ილია კერძევაძემ გამოიჩინა.

71-ე წუთზე გიორგი ბერიძის პასის შემდეგ გრიგოლ ჩაბრაძემ ანგარიში ირლანდიელთათვის გამანადგურებელი გახადა - 3:0!

27.03. ავსტრია. 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი

საქართველო-ირლანდია 3:0
გოლი: 1:0 ზარანდია (54), კერძევაძე (62), ჩაბრაძე (71).

გაფრთხილება: მალჰოლი (23), ო'ჰელორენი (28), კერძევაძე (29), მიტჩელი (40), მოსილი (51), ჩარსლი (74).
გაძევება: მიტჩელი (55), ბერკი (56)

საქართველო: გოშაძე, პატარკაციშვილი, მარგველაშვილი (მალანია, 76), ტაბიძე, გელაშვილი, შულაია, ხარაიშვილი, ბარამიძე (ბერიძე, 41), ზარანდია, ჭანტურია (ჩაბრაძე, 59), კერძევაძე.
მწვრთნელი: გ. დევდარიანი

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სერბეთი 1 1 0 0 2-0 3
2. ირლანდია 1 1 0 0 1-0 3
3. ავსტრია 1 0 0 1 0-1 0
4. საქართველო 1 0 0 1 0-2 0

ასევე იხილეთ:
U17. სერბეთი-საქართველო 2:0 - მარცხით დაწყებული ელიტა
მკითხველის კომენტარები / 2 /
უნდა მოვიგოტ
charko
16:49 27-03-2013
0
ზარანდიამ პენალი გამაზა მარა იმათ 2 კაცი გაუგდეს
tbiliseli
17:12 27-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული