ქართველმა 17-წლამდელებმა ირლანდიელი თანატოლები არ დაინდეს - 3:0

AutoSharing Option
27 მარტს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ავსტრიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდში მეორე შეხვედრა გამართა.

გიორგი დევდარიანის შეგირდები ვენაში ირლანდიელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და სამი უპასუხო გოლი გაუტანეს.

შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა, რასაც ირლანდიელები უხეშობით უმკლავდებოდნენ. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

შესვენების შემდეგ ქართველი 17-წლამდელების უპირატესობა უფრო თვალსაჩინო გახდა და ანგარიშიც მალევე გაიხსნა. 53-ე წუთზე გატანილი გოლით ლუკა ზარანდია გამოირჩა.

შეხვედრის 55-ე წუთზე ირლანდიელები კაცნაკლულნი დარჩნენ. შეხვედრის არბიტრმა მიტჩელს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.

მალევე რომან ჭანტურიასთან უხეშობისთვის მსაჯმა
ირლანდიელებს მეკარე ბერკი გაუძევა, მათ კარში კი პენალტი დანიშნა. ზარანდიამ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

62-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა სხვაობა ორ ბურთამდე მაინც გაზარდა - თავი ამჯერად ილია კერძევაძემ გამოიჩინა.

მატჩის საბოლოო ანგარიში კი 71-ე წუთზე,  გიორგი ბერიძის პასით გრიგოლ ჩაბრაძემ დააფიქსირა - 3:0.

ამ გამარჯვებით გიორგი დევდარიანის შეგირდები ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებენ. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ქართველმა 17-წლამდელებმა სერბეთთან 0:2 დათმეს.

ჯგუფის მეორე მატჩი, რომელშიც მასპინძელი ავსტრია სერბეთს დაუპირისპირდება, მოგვიანებით გაიმართება.

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სერბეთი 1 1 0 0 2-0 3
2. საქართველო 2 1 0 1 3-2 3
3. ირლანდია 2 1 0 1 1-3 3
4. ავსტრია 1 0 0 1 0-1 0

ასევე იხილეთ:

U17. სერბეთი-საქართველო 2:0 - მარცხით დაწყებული ელიტა
მკითხველის კომენტარები / 2 /
უკვე 1 ადგილზე ვართ სერბეთმა წააგო ავსტრიასთან 1-0
Bacho
23:45 27-03-2013
0
სერბები რუსული პროპაგანდის გამო ჩვენ მიმართ ცუდად არიან განწყობილი, წაგება ძალიან მეწყინა მაგრამ შანსი დააბრუნეს ბიჭებმა
hunter
20:29 27-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული