U17. ავსტრია VS საქართველო - ვუქომაგოთ საქართველოს და... ირლანდიას

AutoSharing Option
30 მარტს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდის დასკვნით შეხვედრას, თბილისის დროით 18:00 საათზე ჩაატარებს.

შეგახსენებთ, გიორგი დევდარიანის გუნდმა ავსტრიაში ასპარეზობა სერბეთთან მარცხით (0:2) დაიწყო, რის შემდეგაც ირლანდია 3:0 გაანადგურა.

30 მარტს ბოლო ტურია და ჩვენი ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი ოთხივე გუნდს აქვს. საქართველოს ნაკრები ევროპის რვა საუკეთესო გუნდში ზედიზედ მეორედ იმ შემთხვევაში მოხვდება, თუ მასპინძელ ავსტრიას დაამარცხებს და ამავდროულად, სერბეთი ირლანდიას ვერ მოუგებს.

ქულათა თანაფარდობის შემთხვევაში სერბეთი საქართველოს ურთიერთშეხვედრაში მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე გაასწრებს.

გვაქვს კიდევ ერთი
შანსი და ნურც მოვლენათა ამგვარ განვითარებას გამოვრიცხავთ - თუ ჩვენი ჯგუფის ორივე მატჩი ფრედ დასრულდა, ჯგუფში ჩვენი 17-წლამდელები გაიმარჯვებენ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ირლანდია-სერბეთი უფრო შედეგიანი ფრით არ დამთავრდა.

საქართველოს ნაკრებს ავსტრიელ თანატოლებთან გაფრთხილებათა ჭარბი რაოდენობის გამო კაპიტანი ილია კერძევაძე დააკლდება.

დევდარიანს ყველა სხვა ფეხბურთელი მწყობრში ჰყავს.

მატჩისწინა ვარჯიშზე დევდარიანმა ფეხბურთელები ტაქტიკური სქემების დახვეწაში ავარჯიშა. სფფ-ის ვებგვერდის ცნობით, გასული ორი დღის განმავლობაში ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმა და ფეხბურთელებმა დაწვრილებით შეისწავლეს მეტოქის თამაშების ვიდეოჩანაწერები.

რაც შეეხება ელიტრაუნდის სხვა ჯგუფებს, ფინალურ ეტაპზე უკვე გავიდნენ ხორვატია, შვეიცარია, რუსეთი და იტალია.

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი. ელიტრაუნდი. II ჯგუფი
30.03. ავსტრია. 18:00 (თბილისის დროით)
ავსტრია-საქართველო
ირლანდია-სერბეთი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. საქართველო 2 1 0 1 3-2 3
2. სერბეთი 2 1 0 1 2-1 3
3. ავსტრია 2 1 0 1 1-1 3
4. ირლანდია 2 1 0 1 1-3 3

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს შანსი აქვს; ჰოლანდია, ესპანეთი და საფრანგეთი კი ჯგუფში ჩარჩნენ
U17. საქართველო-ირლანდია 3:0 - საქართველო ჯერჯერობით ლიდერია [VIDEO]
U17. სერბეთი-საქართველო 2:0 - მარცხით დაწყებული ელიტა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული