საქართველოს 17-წლამდელები ავსტრიელ თანატოლებთან დამარცხდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
30 მარტს საქართველოსა და ავსტრიის 17-წლამდელთა ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის ჯგუფის მესამე ტურის მატჩი გაიმართა.

სამწუხაროდ, გიორგი დევდარიანის შეგირდები ავსტრიელ თანატოლებთან ანგარიშით 1:2 დამარცხდნენ და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ ფინალურ ეტპაზე ჯგუფიდან ერთი გუნდი გადიოოდა. ამ გამარჯვებით საგზურის მოპოვება ავსტრიამ შეძლო.

შეხვედრაში ანგარიში ავსტრიელთა მხრიდან მე-14 წუთზე ნიკოლა ჟივოტიჩმა გახსნა, ხოლო 24-ე წუთზე ავსტრიელებმა ადრიან გრბიჩის გოლის წყალობით სხვაობა ორამდე გაზარდეს. ქართველების მხრიდან ერთადერთი გოლის გატანა კი ლუკა ზარანდიამ პირველი ნახევრის მიწურულს შეძლო.

ირლანდიისა და
სერბეთის 17-წლამდელთა ნაკრებებებს შორის მატჩი ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ავსტრია-საქართველო 2:1 (2:1)
გოლები: 1:0 ჟივოტიჩი (14), 2:0 გრბიჩი (24), 2:1 ზარანდია (38)
მსაჯი: იაროსლავ კოზიკი (უკრაინა)

VideoSportall.Ge
30.03.13. U17: ავსტრია - საქართველო 2:1


ავსტრია: შლაგერი, პერიჩი, ლერშერი, გლუჰაკოვიჩი, პრობსტი, ტურში, ხორვატი, რიპიჩი (შტაინერი 72), გრბიჩი (ბაუმგარტნერი 80+1), პელეგრინი, ჟივოტიჩი
მწვრთნელი: ჰერმან შტადლერი

საქართველო: გოშაძე, პატარკაციშვილი, მარგველაშვილი, ტაბიძე, გელაშვილი, შულაია, თევზაძე (ჩაბრაძე 67), გოროზია (ბერიძე 63), ხარაიშვილი, ზარანდია, რომან ჭანტურია
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

1 ავსტრია 3 2 0 1 3:2 6
2 სერბეთი 3 1 1 1 3:2 4
3 ირლანდია 3 1 1 1 2:4 4
4 საქართველო 3 1 0 2 4:4 3
მკითხველის კომენტარები / 1 /
საქართველოში ყველანაირი წარუმატებლობა ფეხბურთში არის ბავშვთა ფეხბურთის არასწორი განვითარება ამაში ალბათ ყველა დამეთანხმება, აი თუნდაც ეს წარუმატებლობა ჩემი აზრით არის საქართველოში ჩაწყობებით და მოწყობებით ბავშვების ასაკობრივ ნაკრებებში აყვანის შედეგი, ამაზე რატომგაც არავინ ხმას არ იგებს, ეხლა აქ რომ წარმატებით ეასპარეზათ ფურცლები ქება დიდებით აჩრელდებოდა, ძაან ცუდად იასპარეზეს და ხმას არავინ იგებს, იმიტომ რომ კარგად იციან მიზეზი რაცაა მაგრამ ეს ჩვენი დიდებული ქართული მენტალიტეტი მოითხოვს ამ ყველაპერს, და შედეგიც სახეზეა, დაუფიქრდითხალხნო რამდენი წელიწადი გავიდა საქართველოში პეხბურთელებს არ გაუბრწყინიათ, ჩვენზე გარიბი ქვეყნები წავიდნენ წინ და ჩვენ სულ უკან უკან მივდივართ, მიზეზი იქნებ უფრო სხვაა და არა ის რომ ჩვენ ინპრასტრუქრურა არ გაგვაჩნია და ასე შემდეგ მუდმივი ლაპარაკი, იმაზე რატომ არავინ ლაპარაკობს რომ აქ ნიჩს გასაქანი არ აქვს და გასაქანი აქვს მხოლოდ ჩაწყობებს და ასე შემდეგ უამრავ სხვა პრობლემას.......
niia
09:48 05-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული