გასულ წელს ჩვენი ასაკობრივი ნაკრები, რომელსაც ოთარ კორღალიძე წვრთნიდა, ამ ტურნირზე იმყოფებოდა და მაშინ ჩვენი მეტოქეები პორტუგალიის, სერბეთისა და საფრანგეთის ნაკრებები იყვნენ.
ჩვენმა გუნდმა პორტუგალიასთან წააგო, საფრანგეთს 3:0 სძლია ვაკო ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქით და ბოლო შეხვედრაში სერბეთი დაამარცხა - 2:1.
წელს გია ცეცაძის გუნდის მეტოქეები პორტუგალიის, სერბეთისა და რუსეთის ნაკრებები იქნებიან.
19-წლამდელები პორტუგალიაში ასეთი შემადგენლობით გაემგზავრებიან:
მეკარეები: გაბრიელ თებიძე ("ჩიხურა", საჩხერე), ბაჩო მიქავა
მცველები: ლევან გეგეჭკორი ("მერანი", მარტვილი), ნიკა სანდოხაძე ("ტორპედო", ქუთაისი), დავით უბილავა ("ვიტ ჯორჯია"), დავით მთივლიშვილი, ნიკა ჭანტურია (ორივე "ლოკომოტივი", თბილისი), ლაშა დვალი ("სკონტო", ლატვია)
ნახევარმცველები: გურამ სამუშია, ავთო ენდელაძე (ორივე "ზესტაფონი"), თემურ მარკოზაშვილი ("ტორპედო", ქუთაისი), პაპუნა ფონიავა ("მერანი", მარტვილი), დაჩი ცნობილაძე ("მეტალურგი, რუსთავი"), გიორგი გოროზია ("ლოკომოტივი", თბილისი)
თავდამსხმელები: ბაჩანა არაბული ("დილა", გორი), ბუდუ ზივზივაძე ("დინამო" თბილისი), გიორგი ფანცულაია ("ტორპედო", ქუთაისი), ნიკა კაჭარავა ("რუბინი", ყაზანი, რუსეთი)
19-წლამდელთა ნაკრები პორტუსთან ახლომდებარე ქალაქ პოვოა დე ვარზიმში დაბინავდება და მატჩებსაც ამ ქალაქში გამართავს.
23 აპრილი
19:00. სტადიონი "SC Freamunde"
პორტუგალია-საქართველო
რუსეთი-სერბეთი
25 აპრილი
19:00. სტადიონი "Fernando Santos"
სერბეთი-საქართველო
27 აპრილი
16:00. სტადიონი "Varzim SC"
საქართველო-რუსეთი
პორტუგალია-სერბეთი
სფფ-ის პრესსამსახური