საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები სერბეთთან დამარცხდა

AutoSharing Option
პორტუგალიის საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები კვლავ დამარცხდა.

25 აპრილს გია ცეცაძის გაწვრთნილები სტადიონ "ფერნანდო სანტოსზე" სერბებს დაუპირისპირდნენ.

მანამდე გეტყვით, რომ პორტუგალიასთან პირველ შეხვედრაში 0:2 კი დავმარცხდით, მაგრამ პორტუგალიის ფედერაციის ვებგვერდზე ნანახმა ვიდეოკადრებმა გაოგნებულები დაგვტოვა: პირველ ტაიმში ჩვენი მოთამაშეები სამჯერ დარჩნენ მეკარესთან პირისპირ, მეორე ტაიმში კი ოთხი რეალური საგოლე მომენტი შექმნეს და ვერც ერთით ისარგებლეს!

ისიც აღსანიშნავია, რომ დაცვაში მეტისმეტად ბავშვურ შეცდომებს უშვებდნენ.

სერბეთთან შეხვედრის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. 73-ე წუთზე კი საქართველოს გუნდი ყაზანის "რუბინი 2"-ის თავდამსხმელმა ნიკა
კაჭარავამ დააწინაურა - 1:0. ბალკანელებმა წონასწორობა 85-ე წუთზე აღადგინეს - 1:1.

90-ე წუთზე კაჭარავამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა, სერბებმა კი გამარჯვების გოლი გაგვიტანეს და 2:1 გაიმარჯვეს.

საქართველო: მიქავა, გეგეჭკორი, სანდოხაძე, დვალი (85. ჭანტურია), უბილავა (60. მთივლიშვილი), ენდელაძე (60 კაჭარავა), ცნობილაძე, მარკოზაშვილი (67. სამუშია), ზივზივაძე, არაბული, ფანცულაია.

პორტუგალია-რუსეთის შეხვედრაც დაძაბულად წარიმართა. ერთადერთი გოლი მასპინძლებმა 71-ე წუთზე გაიტანეს, 1:0 გაიმარჯვეს და სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცნენ.

საქართველოს ნაკრები ბოლო შეხვედრას 27 აპრილს რუსეთთან გამართავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიასთან დამარცხდა
მკითხველის კომენტარები / 4 /
გურეშიძე რატომ არ მიყავს ამ ცეცაძეს ან კაკაბაძე?????
comi
21:22 04-05-2013
0
გაუჭირდებოდათ.
ramo
13:21 26-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული