გამარჯვების გოლის ავტორი ბაჩანა არაბულია, რომელმაც მეტოქის კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა. ორი წაგებული თამაშის შემდეგ, გია ცეცაძის გუნდმა ამ გამარჯვებით "კარი გამოიჯახუნა". ახლა, მთავარია გუნდი ელიტრაუნდს სათანადო ფორმაში შეხვდეს.
როგორც ვთქვით, 19-წლამდელთა თავდამსხმელმა პენალტის ნიშნულიდან გაიტანა. მსაჯმა კი, რუსებს ეს "სასჯელი" საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშისთვის დააკისრა.
შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი გუნდი სათამაშო უპირატესობას ფლობდა და უფრო დიდი ანგარიშით მოგებაც
განვლილი თამაშებიდან ცხადია, რომ გამოუყენებელი მომენტებია ამ გუნდის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა. იმედია, ელიტრაუნდის დაწყებამდე, ნაკრებში ეს პრობლემა აღმოიფხვრება, თორემ, ინგლისთან, შოტლანდიასთან და ბელგიასთან ყველა შანსის გამოყენება იქნება საჭირო.
საქართველოU19 - რუსეთიU19 1:0 (0:0)
გოლი: არაბული (51 პენ)
გაფრთხილება: ცნობილაძე
საქართველოU19: თებიძე, სანდოხაძე, ნ.ჭანტურია, უბილავა (გეგეჭკორი 77), მთივლიშვილი, დვალი, ცნობილაძე, ზივზივაძე, მარკოზაშვილი (სამუშია 77), ფანცულაია (გოროზია 90), არაბული
მთ.მწვრთნელი - გია ცეცაძე
საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 19-წლამდელები მაისის შუა რიცხვებამდე თბილისში მოემზადებიან. შემდეგ - სერბეთში, იქედან კი, ბელგიაში, ელიტრაუნდზე გაემგზავრებიან.
gff.ge
ასევე იხილეთ:
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები სერბეთთან დამარცხდა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიასთან დამარცხდა
უმაღლესი მიზნები უნდა დაისახოთ და რუსები 2018წელს მოსკოვში,ლი\უჟნიკებშიც უნდა დაამარცხოთ..