საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა ასტანაში "პრეზიდენტის თასზე" აზერბაიჯანთან წააგო

AutoSharing Option
9 მაისს ასტანაში დაიწყო ყაზახეთის "პრეზიდენტის თასის" გათამაშება 1997 წელს დაბადებულ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის.

წელს საქართველოს ასაკობრივი ნაკრები ტურნირზე 1998 წელს დაბადებული ფეხბურთელებითაა წარმოდგენილი. გუნდის მთავარი მწვრთნელი კი გოჩა ტყებუჩავაა.

ტურნირი 9-13 მაისს გაიმართება და მისი მასპინძელი სტადიონი "ასტანა-არენაა", რომელიც 30 ათას მაყურებელს იტევს. ყაზახეთის "პრეზიდენტის თასი" 2008 წლიდან ტარდება და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები მასში 2011 წლიდან მონაწილეობენ.

9 მაისს საქართველოს ნაკრებმა ტურნირის პირველი შეხვედრა გამართა და სამწუხაროდ, 1:2 დამარცხდა აზერბაიჯანის გუნდთან.

პირველი ტაიმი საკმაოდ მძაფრ და უკომპრომისო ბრძოლაში წარიმართა.
თუმცა ანგარიში ამ შეხვედრაში მეორე ტაიმში გაიხსნა და ეს საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა - გიორგი არაბიძემ გააკეთა.

სამწუხაროდ, ჩვენმა გუნდმა მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო, კონცენტრაცია დაკარგა და აზერბაიჯანელებმა ჯერ ჯაბრაილოვის გოლით გაგვითანაბრეს, შემდეგ კი ჰუსეინოვის მიერ გატანილი ბურთით თამაშიც მოგვიგეს.

საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები კი მომდევნო შეხვედრას 10 მაისს, ირანის წინააღმდეგ გამართავს.

* * *
საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები ყაზახეთში ასეთი შემადგენლობით იმყოფება:

მეკარეები: გიორგი ჩოჩიშვილი ("საბურთალო"), ლევან ისიანი ("დინამო", თბილისი), ერეკლე გულუაშვილი ("დილა", გორი)
მცველები: ნიკოლოზ ყურშავიშვილი, დავით კობაური, ლუკა ლოჩოშვილი (ყველა "დინამო", თბილისი), ომარ ბულუხაძე, რუსლან ბედიევი, გაგა კუხიანიძე (ყველა "საბურთალო"), გიორგი ბერძენაძე, ირაკლი ბუღაძე (ორივე "ტორპედო", ქუთაისი)
ნახევარმცველები: ნიკა ნინუა ("დინამო", თბილისი), ნიკა კვანტალიანი ("ბათუმი"), ლუკა ვარძელაშვილი, ვახტანგ ქაჯაია (ორივე "საბურთალო"), რატი არდაზიშვილი ("ლოკომოტივი", თბილისი), ვატო არველაძე, ლუკა ჯამარაული (ორივე 35-ე სკოლა), საბა აღდგომელაშვილი ("ტორპედო", ქუთაისი)
თავდამსხმელები: ირაკლი ბუღრიძე, გიორგი არაბიძე ("ლოკომოტივი", თბილისი), ლაშა ლეჟავა (სკ "ავაზა"), გიორგი გოგილაშვილი ("დინამო", თბილისი), საბა აღდგომელაშვილი ("ტორპედო", ქუთაისი)

* * *
წლევანდელ გათამაშებაში ტურნირის ორგანიზატორებმა მონაწილე გუნდები ასე დააჯგუფეს:
A ჯგუფი
საქართველო U15, ირანი, აზერბაიჯანი, "ბოტაფოგო" (ეს გუნდი დაკომპლექტებულია ახალგაზრდა ყაზახი ფეხბურთელებით, რომლებიც სპეციალური პროგრამის ფარგლებში სწავლობენ და ვარჯიშობენ ბრაზილიაში)

B ჯგუფი
ყაზახეთი, ჩინეთი, ყირგიზეთი, ლიტვა

საქართველოს ნაკრების თამაშების კალენდარი ასეთია:
9 მაისი
საქართველო-აზერბაიჯანი 1:2

10 მაისი
საქართველო-ირანი

12 მაისი
ბოტაფოგო-საქართველო

13 მაისი
ფინალები და ტურნირის დახურვა

აქვე გეტყვით, რომ ტურნირს საკმაოდ კარგი საპრიზო ფონდი აქვს. ჩემპიონი გუნდი ორგანიზატორებისგან 10 ათას დოლარს მიიღებს, მეორეადგილოსანი - 6 ათასს, ხოლო მესამე ადგილზე გასულს კი 4 ათას დოლარს გადასცემენ.

ასევე, ტურნირის ბოლოს დაასახელებენ საუკეთესო მეკარეს, მცველს, ნახევარმცველს, თავდამსხმელს, ბომბარდირსა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშეს.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს თამაში მიიმუმ 3-0 უნდა მოეგოთ, თუმცა არ დაადგა საშველი დამსახურებისა და შესაძლებლობის მიხედვით შემადგენლობის დაკომპლექტებას. ამ საკითხისადმი ,,გრუზინული" მიდგომა აქაც აშკარაა და შედეგიც სახეზეა. თავს ნუ დავიმშვიდებთ იმით, რომ პატარები გამოდიან დიდების ტურნირზე.ვინც თამაში ნახა, მიხვდებოდა, რომ წაგების მიზეზი ასაკობრივი სხვაობა არ იყო.
deda
21:05 09-05-2013
0
ვაა გუჭირდებოდათ.
არაუშავს, სამაგიეროდქართველებს ფეხბურთი გენებში გვაქვს.
ramo
19:24 09-05-2013
0

სიახლეები პოპულარული