ამჯერად ჩვენი ნაკრები ირანის 16-წლამდელთა გუნდს შეხვდა. მატჩი გატანილი გოლების გარეშე - 0:0 დასრულდა.
მატჩის პირველი ტაიმი საკმაოდ სწრაფ ტემპში წარიმართა. ორივე გუნდს ჰქონდა სახიფათო და ასპროცენტიანი მომენტებიც.
თუმცა მეკარეები მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ, ზოგ შემთხვევაში კი ქართველთა მწვავე შეტევებისას ირანელი მცველები ყოჩაღობდნენ.
ჩვენმა მეტოქეებმაც რამდენჯერმე სახიფათოდ დაარტყეს შორიდან, თუმცა დარტყმები, ძირითადად, არაზუსტი იყო. ტაიმის მიწურულს გოჩა ტყებუჩავას შეგირდებმა მცირე შტურმი მოაწყვეს ირანელთა კართან, თუმცა
მეორე ტაიმი ირანელთა აქტიურობით დაიწყო, თუმცა შემდეგ ქართველთა მცირე უპირატესობა მაინც გამოიკვეთა.
გააქტიურდა ჩვენი შემტევი ხაზი. რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა გიორგი არაბიძეს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ვატო არველაძის მომენტი, როცა ეს უკანასკნელი, არაბიძის პასის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა დარტყმა ვერ შეძლო და ირანელთა კიპერმა მას ბურთი ფეხებში ვარდნით აართვა.
მატჩის მიწურულს ფეხბურთელებს აშკარად დაღლა დაეტყოთ და ჩვენმა შეტევებმაც სიმწვავე დაკარგა. დამატებული წუთების ბოლო წამებზე ჩვენმა ფეხბურთელებმა ძალზე სახიფათო საჯარიმო ჩააწოდეს, მაგრამ მეტოქის საჯარიმოში ბურთს ვერავინ მიუსწრო.
ამ მატჩის შემდეგ ჩვენი ჯგუფის ლიდერი აზერბაიჯანის ნაკრებია. მეორე ადგილზე ირანელები არიან, ხოლო საქართველოს ნაკრებს ერთი ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება.
11 მაისს ტურნირზე დასვენების დღეა. 12 მაისს კი ჩვენი გუნდი ჯგუფის ბოლო შეხვედრას "ბოტაფოგოსთან" გამართავს.
იმისათვის, რომ საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლა შევძლოთ, 15-წლამდელებმა მომდევნო მეტოქეს დიდი ანგარიშით უნდა მოუგონ; ხოლო ირანმა კი აზერბაიჯანთან უნდა წააგოს.
10 მაისი. "ასტანა არენა"
საქართველო U15 - ირანი U16 0:0
გაფრთხილება: კვანტალიანი
საქართველო U15: ჩოჩიშვილი, ბედიევი, კობაური (ბულუხაძე), ლოჩოშვილი, ნინუა, ყურშავიშვილი (ბერძენაძე), არდაზიშვილი (ვარძელაშვილი), კვანტალიანი, არველაძე, არაბიძე, ლეჟავა (კუხიანიძე)
მთ. მწვრთნელი - გოჩა ტყებუჩავა
gff.ge
ასევე იხილეთ:
საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა ასტანაში "პრეზიდენტის თასზე" აზერბაიჯანთან წააგო