ქართველმა 15-წლამდელებმა "პრეზიდენტის თასზე" ყირგიზები გაანადგურეს - 6:0!

AutoSharing Option
ასტანაში დასრულდა ყაზახეთის "პრეზიდენტის თასის" 2013 წლის გათამაშება 1997 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა ნაკრებებს შორის, სადაც საქართველოს ნაკრები ერთი წლით უმცროსი მოთამაშეებით იყო წარმოდგენილი.

გოჩა ტყებუჩავას გუნდმა 1 შეხვედრა წააგო, 1 ფრედ დაამთავრა, 2 მოიგო და საბოლოოდ, ეს შედეგი მხოლოდ მეხუთე ადგილის დასაკავებლად აღმოჩნდა საკმარისი.

ბოლო შეხვედრაში ჩვენი ნაკრები ყირგიზეთის გუნდს შეხვდა და უდავო უპირატესობით - 6:0 გაიმარჯვა.

ჰეთ თრიქი შეასრულა ნიკა კვანტალიანმა, თითო გოლი კი ვატო არველაძემ, გიორგი არაბიძემ და ირაკლი ბუღრიძემ გაიტანეს.

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები კოლოსალურ უპირატესობას ფლობდნენ და
კიდევ არაერთი ხელსაყრელი, ასპროცენტიანი მომენტი ვერ გამოიყენეს.

ტურნირის გამარჯვებული ყაზახეთის 16-წლამდელთა ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალურ მატჩში მინიმალური ანგარიშით - 1:0 დაამარცხა ირანის ნაკრები.

ასე რომ, საბოლოო შედეგები ასეთია:

I - ყაზახეთი
II - ირანი
III - ლიტვა
IV - აზერბაიჯანი
V - საქართველო
VI - ყირგიზეთი
VII - "ბოტაფოგო"
VIII - ჩინეთი

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული