საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდისთვის სერბეთში ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ივარჯიშა. შემდეგ გუნდი ტაძარში იმყოფებოდა და სერბეთში გაემგზავრა.

გია ცეცაძის გაწვრთნილები ელიტრაუნდამდე ბოლო მოსამზადებელ შეკრებას სწორედ ამ ბალკანურ ქვეყანაში გაივლიან. ჩვენი ნაკრები უკვე სერბეთშია, ამ ქვეყნის ნაკრების ბაზაზე რამდენიმედღიან შეკრებას გაივლის და 16 მაისს სერბ თანატოლებს ამხანაგურად გაეჯიბრება.

ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, გუნდი 21 მაისს ბელგიაში გაემგზავრება და მზადებას ანტვერპენში განაგრძობს, 24 მაისს კი ელიტრაუნდის მატჩები იწყება.

როგორც იცით, ჩვენი მეტოქეები ინგლისის (24 მაისი), შოტლანდიისა (26 მაისი) და ბელგიის (29 მაისი) გუნდები
იქნებიან და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რომელსაც ლიტვა უმასპინძლებს, მხოლოდ გამარჯვებული გავა.

ელიტრაუნდზე ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ შემდეგი შემადგენლობა წაიყვანა:

მეკარეები: გაბრიელ თებიძე ("ჩიხურა", საჩხერე), ბაჩო მიქავა ("ლოკომოტივი", თბილისი)
მცველები: დავით მთივლიშვილი, ნიკა ჭანტურია (ორივე - "ლოკომოტივი"), ლევან გეგეჭკორი ("მერანი", მარტვილი), ნიკა სანდოხაძე ("ტორპედო", ქუთაისი), დავით უბილავა ("ვიტ ჯორჯია"), ლაშა დვალი ("სკონტო", ლატვია)
ნახევარმცველები: გურამ სამუშია, ავთო ენდელაძე (ორივე - "ზესტაფონი"), თემურ მარკოზაშვილი ("ტორპედო", ქუთაისი), დაჩი ცნობილაძე ("მეტალურგი", რუსთავი)
თავდამსხმელები: ბაჩანა არაბული ("დილა", გორი), ბუდუ ზივზივაძე ("დინამო 2", თბილისი), გიორგი ფანცულაია ("ტორპედო", ქუთაისი), ნიკა კაჭარავა ("რუბინი", რუსეთი), ლუკა ზარანდია ("ლოკომოტივი", თბილისი)

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებისა და "ინგოლშტატის" ნახევარმცველი ლუკა ჰუფნაგელი ტრავმირებულია და ჯერ უცნობია, შეძლებს თუ არა გუნდთან ერთად მომზადებას. ჰუფნაგელის არყოფნის შემთხვევაში, ცეცაძე მას თბილისის "დინამო 2"-ის მცველით, სანდრო გურეშიძით ჩაანაცვლებს.

ელიტრაუნდის მატჩების ტექსტური ონლაინრეპორტაჟის ხილვა შესაძლებელი იქნება უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა რუსი თანატოლები დაამარცხა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები სერბეთთან დამარცხდა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიასთან დამარცხდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული