საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა სერბი თანატოლები დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდამდე ბოლო მოსამზადებელი შეკრებას სერბეთში ამ ქვეყნის ნაკრების ბაზაზე გადის.

გია ცეცაძის გაწვრთნილები სერბ თანატოლებს ამხანაგურად ქალაქ სტარა პაზოვაში გაეჯიბრნენ.

ლუბინკა დრულოვიჩის დარიგებული სერბეთი ელიტრაუნდის მატჩებს ნოვი-სადში ჩაატარებს, სადაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასასვლელად, შვეიცარიას, ირლანდიასა და სლოვაკეთს შეხვდება.

ბალკანელებმა შეკრება 13 მაისს დაიწყეს, მაგრამ უცხოეთში მოთამაშეთა უმრავლესობას კლუბები არ უშვებდნენ და დრულოვიჩმა ადგილობრივ ჩემპიონატში დასაქმებულ ფეხბურთელებს უხმო.

შეხვედრა ქართველების უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა. ცეცაძის გაწვრთნილებმა მეორე ტაიმში უფრო აქტიურად შეუტიეს და მრავალი საგოლე
მომენტი შექმნეს. მაგრამ ანგარიში მხოლოდ 64-ე წუთზე გახსნეს - თბილისის "დინამოს" თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ სწრაფი და ლამაზი კომბინაცია ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა - 1:0 და შეხვედრა ასეც დასრულდა.

საქართველოს ნაკრების დელეგაციამ ელიტრაუნდამდე მშვენიერი ფსიქოლოგიური განწყობა შეიქმნა.

"კარგი თამაშში იყო და მიხარია, სერბების ძლიერ ნაკრებს მისსავე მოედანზე რომ მოვუგეთ.

მაგრამ უფრო ის მახარებს, რომ ბიჭებმა დავალებები შეასრულეს და თამამად ვიტყვი, რომ მასპინძლებს საგრძნობლად ვაჯობეთ, განსაკუთრებით, მეორე ტაიმში.

ეს იმ დროს, როდესაც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ბაჩანა არაბული მხოლოდ მატჩის მიწურულს შევიყვანე, რადგან საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურში ითამაშა და დასვენება ესაჭიროებოდა", - გვითხრა გია ცეცაძემ.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები სერბეთში კიდევ ოთხი დღე დარჩება, 21 მაისს კი ანტვერპენში ელიტრაუნდის მატჩების ჩასატარებლად გაემგზავრება.

U-19. სტარა პაზოვა
სერბეთი-საქართველო 0:1
0:1 ზივზივაძე (65)
საქართველო: თებიძე (46. მიქავა), გეგეჩკორი (80. მთივლიშვილი), ჭანტურია (46. ენდელაძე), სანდოხაძე, დვალი, ცნობილაძე, სამუშია (80. მარკოზაშვილი), ფანცულაია (75. ზარანდია), კაჭარავა(80. არაბული), ზივზივაძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული