გია ცეცაძის გუნდი ბელგიაში ელიტრაუნდს იწყებს. ჩვენი პირველი მეტოქე ინგლისის ნაკრები იქნება.
აქვე შეგახსენებთ იმ შემადგენლობას, რომელიც ამ ელიტრაუნდში ნაკრების ღირსებას დაიცავს:
მეკარეები: გაბრიელ თებიძე ("ჩიხურა", საჩხერე), ბაჩო მიქავა ("ლოკომოტივი", თბილისი)
მცველები: ლევან გეგეჭკორი ("მერანი", მარტვილი), ნიკა სანდოხაძე ("ტორპედო", ქუთაისი), დავით უბილავა ("ვიტ ჯორჯია"), დავით მთივლიშვილი, ნიკა ჭანტურია (ორივე "ლოკომოტივი"), ლაშა დვალი ("სკონტო", ლატვია), ალექსანდრე გურეშიძე ("დინამო", თბილისი)
ნახევარმცველები: გურამ სამუშია, ავთო ენდელაძე (ორივე "ზესტაფონი"), თემურ მარკოზაშვილი ("ტორპედო", ქუთაისი), დაჩი ცნობილაძე ("მეტალურგი",
თავდამსხმელები: ბაჩანა არაბული ("დილა", გორი), ბუდუ ზივზივაძე ("დინამო", თბილისი), გიორგი ფანცულაია ("ტორპედო", ქუთაისი), ნიკა კაჭარავა ("რუბინი", რუსეთი), ლუკა ზარანდია ("ლოკომოტივი", თბილისი)
სამწუხაროდ, ელიტრაუნდს ტრავმის გამო გამოტოვებს ლუკას ჰუფნაგელი, რომელიც დასკვნითი შეკრების წინ დაშავდა და გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო. მის ნაცვლად, ბელგიაში თბილისის "დინამოს" მცველი - სანდრო გურეშიძე გაემგზავრა.
19-წლამდელებმა ბელგიაში ჩასვლამდე რამდენიმედღიანი შეკრება სერბეთში გაიარეს, სადაც ამხანაგური მატჩიც გამართეს სერბეთის 19-წლამდელთა ნაკრებთან და ბუდუ ზივზივაძის გოლით გაიმარჯვეს კიდეც.
ჩვენი გუნდი ანტვერპენში, სასტუმრო "რამადა პლაზაში" ცხოვრობს. 22 მაისს ნაკრებმა ორჯერ ივარჯიშა. 23 მაისს, საღამოს კი, მატჩისწინა ოფიციალურ ვარჯიშს გამართავენ. სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდთან მატჩისწინა კომენტარი გააკეთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა.
გია ცეცაძე: "ყველაფერი კარგად მიდის. მე კმაყოფილი ვარ გუნდის მომზადებით. დავხვეწეთ და გავაუმჯობესეთ რამდენიმე ტაქტიკური კომპონენტი და ასე ვთქვათ, ფინიშთანაც მივედით.
კარგი პირობები გვაქვს შექმნილი, თუმცა ცუდ მოედანზე მოგვიწია ვარჯიში... ეს არა უშავს, მთავარია, რომ ყველა შემართულები ვართ და საბრძოლველად განწყობილები.
გუნდში მშვენიერი ატმოსფეროა. ხვალ ჩვენ მოედანზე მოსაგებად გავალთ და მჯერა, რომ ბიჭები ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ."
ბოლოს ჩვენი ნაკრების თამაშების განრიგსაც შეგახსენებთ:
24 მაისი
20:00 (თბილისის დროით) ინგლისი - საქართველო (ბორნემი. სტადიონი Breveenstadion)
26 მაისი
17:00 (თბილისის დროით) შოტლანდია - საქართველო (ვესტერლო. სტადიონი KFC Oosterzonen)
29 მაისი
20:00 (თბილისის დროით) საქართველო - ბელგია (ბორნემი. სტადიონი Breveenstadion)
სფფ-ის პრესსამსახური