9-კაციანმა საქართველომ შოტლანდიას 3:1 მოუგო

AutoSharing Option
26 მაისს ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე ელიტრაუნდის ეტაპი იმართება. ბელგიაში საქართველოს ნაკრები თამაშობს გია ცეცაძის ხელმძღვანელობით.

პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ინგლისს 1:1 დაუზავდა. მეორეში კი ჩვენი გუნდი შოტლანდიას შეხვდა.

საქართველოს ნაკრები 29-ე წუთზე ნიკა კაჭარავამ დააწინაურა. ამის მერე შეხვედრის არბიტრმა ჯერ დავით მთივლიშვილი გააძევა, შემდეგ ბაჩანა არაბული. თუმცა 9 კაცით დარჩენილმა გუნდმა ორი გაიტანა: ბუდუ ზივზივაძემ და ავთანდილ ენდელაძემ 3:0 დააწინაურეს ჩვენი ნაკრები.

75-ე წუთზე ფრეიზერმა პრესტიჟის გოლი გაიატანა- 3:1. ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოაგროვა. ბოლო ტურში ჩვენი
მეტოქე მასპინძელი ბელგიაა.

ასევე იხილეთ:
საქართველო - ინგლისი 1:1 - პირველი ფრე და შენარჩუნებული შანსი
მკითხველის კომენტარები / 6 /
გენაცვალეთ ბიჭებო! თუმცა არ მოეშვათ, გადამწყვეტი ბრძოლა წინ არის. ვამაყობ თქვენით! ამის შემდეგ ვინმე კიდევ იტყვის, რომ ქართული ფეხბუურთი მკვდარია? ენა როგორ მოუბრუნდება?! ეხლა ამ ბიჭებს ჭირდებათ მაქსიმალური ხელშეწყობა და 2-3 წელიწადში, უკვე დიდების დონეზე, ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწევენ, რომც ვერ ვიოცნებებდით ისეთს.
0
სუპერ მაგარი ბიჭები
Magar
22:10 26-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული