9-კაციანმა საქართველომ შოტლანდიას 3:1 მოუგო

AutoSharing Option
26 მაისს ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე ელიტრაუნდის ეტაპი იმართება. ბელგიაში საქართველოს ნაკრები თამაშობს გია ცეცაძის ხელმძღვანელობით.

პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ინგლისს 1:1 დაუზავდა. მეორეში კი ჩვენი გუნდი შოტლანდიას შეხვდა.

საქართველოს ნაკრები 29-ე წუთზე ნიკა კაჭარავამ დააწინაურა. ამის მერე შეხვედრის არბიტრმა ჯერ დავით მთივლიშვილი გააძევა, შემდეგ ბაჩანა არაბული. თუმცა 9 კაცით დარჩენილმა გუნდმა ორი გაიტანა: ბუდუ ზივზივაძემ და ავთანდილ ენდელაძემ 3:0 დააწინაურეს ჩვენი ნაკრები.

75-ე წუთზე ფრეიზერმა პრესტიჟის გოლი გაიატანა- 3:1. ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოაგროვა. ბოლო ტურში ჩვენი
მეტოქე მასპინძელი ბელგიაა.

ასევე იხილეთ:
საქართველო - ინგლისი 1:1 - პირველი ფრე და შენარჩუნებული შანსი
მკითხველის კომენტარები / 6 /
ბიჭებო უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ათჯერ და ასჯერ მეტი წარმატებები მოგცეთ ღმერთმა. ბიჭებო თქვენ კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ ქართველებს არავისზე ნაკლები კოჭები და საფეხბურთო აზროვნება არ გვაქს. ერთი, რაც ხელს გვიშლიდა მუდამ ეს იყო - ამპარტავნება. თავმდაბლობით და მაღალი შრომის მოყვარეობით მოდის ასე ნანატრი მაღალი შედეგები. სულ წარმატებები გქონოდეთ მომავალში ბიჭებო.გაიხარეთ ჩვენი გახარებისთვის.
gizog
11:06 27-05-2013
0
ბელგია-ინგლისი როგორ დამთავრდა?
giorgi
10:09 27-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული