U19. ბელგია VS საქართველო - ერთი ნაბიჯი ევროპამდე

AutoSharing Option
29 მაისს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის გადამწყვეტ შეხვედრაში, ბელგიას დაუპირისპირდება.

საქართველო მე-6 ჯგუფში ასპარეზობს და ამ ჯგუფის მატჩები სწორედ ბელგიაში იმართება.

გია ცეცაძის შეგირდებს  ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად ხელს ფრეც აძლევთ, თუკი ჯგუფის მეორე მატჩში ინგლისი შოტლანდიას დიდი სხვაობით არ მოუგებს.

ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ პირველადგილოსანი გადის.

ამ დროისთვის ჯგუფში არსებული მდგომარეობით, 2 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 4 ქულა აქვს და პირველ ადგილს იკავებს, მეორე-მესამე ადგილს 2-2 ქულით ბელგია და ინგლისი იკავებენ,
მეოთხე ადგილზე კი, 1 ქულით შოტლანდიაა.

პირველ შეხვედრაში საქართველო ინგლისს ფრედ, 1:1 ეთამაშა; მეორე შეხვედრაში კი, 2 ქართველი ფეხბურთელის გაძევების მიუხედავად, შოტლანდიას სძლიეს - 3:1.

საქართველო-ბელგიის მატჩი ბორნემის "ბრევენშტადიონზე" თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 2 1 1 0 4-2 4
2. ბელგია 2 0 2 0 3-3 2
3. ინგლისი 2 0 2 0 2-2 2
4. შოტლანდია 2 0 1 1 3-5 1

ასევე იხილეთ:
გია ცეცაძე: მინდა, უეფას გასაგონად ვთქვა, რომ ქართველები მათხოვრები არ ვართ!
19-წლამდელები: საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე უნდა გავიდეს!
გია ცეცაძე: დღეს საქართველოს თავზე დააფურთხეს!
U19. საქართველო-შოტლანდია 3:1 - ძლევაი საკვირველი [VIDEO]
U19. საქართველო - ინგლისი 1:1 - პირველი ფრე და შენარჩუნებული შანსი
მკითხველის კომენტარები / 3 /
საინტერესოა როგორ უნდა მოვიგოთ? მასაჯისტებს თუ გამოიყვან მოედანზე, თორე ფეხბურთელი აღარ დარჩა. DDDD
ramo
14:50 29-05-2013
0
შოტლანდიის იმედი არ გვქონდეს! გახსოვთ ერთხელ შოტლანდია და იტალია რომ გვყავდა ჯგუფში. ერთი თამაში მოვიგეთ ისიც შოტლანდიასთან, საწყლები პირველი ადგილიდან ჩამოვაგდეთ და იტალია გავიყვანეთ..
ბელგიასთან უნდა მოვიგოთ!!!
Georgi
11:53 29-05-2013
0

სიახლეები პოპულარული