შეგახსენებთ, რომ 19-წლამდელები 29 მაისს, საღამოს, ელიტრაუნდის ბოლო, გადამწყვეტ შეხვედრას ბელგიის ნაკრებთან გამართავენ და დადებითი შედეგის შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებენ.
მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე სფფ-ის პრეზიდენტმა ოფიციალურ ვებ-გვერდთან კომენტარი გააკეთა.
ზვიად სიჭინავა:
"ანტვერპენში გუშინ ჩამოვედით. ჩავთვალეთ, რომ ახლა ჩვენი აქ ყოფნა უფრო საჭირო იყო. უეფას კონგრესის შემდეგ ფიფას კონგრესზე უნდა წავსულიყავით, თუმცა ასეთ გადამწყვეტ დროს ჩვენი ბიჭების
ახლაც გუნდთან ერთად ვართ. ბიჭები გავამხნევეთ, ბევრი ვისაუბრეთ. შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მაგრად არიან, საუკეთესო განწყობაზე და ეს ძალიან მიხარია. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ რაც მოხდა, ეგ უკვე გადაშლილი ფურცელია და ერთი ნაბიჯიღა გვაშორებს მიზანს.
მერე რა, რომ ცამეტნი ვართ?! ისტორიას ახსოვს არაერთი მაგალითი, თუ როგორ მიუღწევიათ მიზნისთვის პატარა ერებს და გმირების მცირერიცხოვან ჯგუფს.
ყველაფერი კარგად იქნება - ამის თქმის საფუძველს ჩვენი ბიჭების შემართება და განწყობა მაძლევს. დადგა დრო, ჩვენც ვთქვათ ჩვენი ხმამაღალი სიტყვა და ამ ბიჭებს ეს შეუძლიათ. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება.
ამასთან, ჩვენ შევხვდით უეფას წარმომადგენლებსა და ელიტრაუნდზე მსაჯთა დამკვირვებელს. ვისაუბრეთ და ვთხოვეთ, რეაგირება მოახდინონ შოტლანდიასთან მატჩში მომხდარ ფაქტებზე.
იცით, რომ ეს ასე მალე და იოლად არ ხდება. ამიტომ დაველოდოთ უეფას გადაწყვეტილებას.
მოუთმენლად ველოდებით მატჩის დაწყებას. ძალიან მინდა, ყველამ ერთად ვიზეიმოთ და მთელმა საქართველომ გაიხაროს!"
საქართველოსა და ბელგიის ნაკრებთა დაპირისპირება თბილისის დროით 20:00 საათზე, ბორნემის სტადიონზე დაიწყება. პარალელურად კი, ჯგუფის მეორე შეხვედრა - ინგლისი-შოტლანდია გაიმართება.
gff.ge
ასევ იხილეთ:
U19. ბელგია VS საქართველო - ერთი ნაბიჯი ევროპამდე
გია ცეცაძე: მინდა, უეფას გასაგონად ვთქვა, რომ ქართველები მათხოვრები არ ვართ!
19-წლამდელები: საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე უნდა გავიდეს!
გია ცეცაძე: დღეს საქართველოს თავზე დააფურთხეს!
U19. საქართველო-შოტლანდია 3:1 - ძლევაი საკვირველი [VIDEO]
U19. საქართველო - ინგლისი 1:1 - პირველი ფრე და შენარჩუნებული შანსი