U19. ბელგია-საქართველო 0:0 [პირველი ტაიმი]

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის ჯგუფში ბოლო შეხვედრას მართავს.

გია ცეცაძის გუნდმა მასპინძელ ბელგიელებთან მატჩის პირველი ტაიმი გოლის გარეშე - 0:0 დაასრულა.

პარალელურად მიმდინარე ჯგუფის მეორე მატჩში ინგლისელმა 19-წლამდელებმა შოტლანდიასთან პირველ 45 წუთში ორი გოლის გატანა შეძლეს და თუკი შეხვედრები ამ ანგარიშებით დასრულდა, ჯგუფში პირველ ადგილსა და ევროპის ჩემპიონატის საგზურს სწორედ ინგლისის 19-წლამდელთა ნაკრები მოიპოვებს.

რაც შეეხება ბორნემის "ბრევენშტადიონზე" მიმდინარე თამაშს, პირველი ტაიმში მცირე უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ. აღსანიშნავია საქართველოს 19-წლამდელთა მეკარე გაბრიელ თებიძის კარგი თამაში, რომელმაც რამდენიმე ეპიზოდში ჩვენი
გუნდის კარი იხსნა.

პირველ შეხვედრაში საქართველო ინგლისს ფრედ, 1:1 ეთამაშა; მეორე შეხვედრაში კი, 2 ქართველი ფეხბურთელის გაძევების მიუხედავად, შოტლანდიას სძლია - 3:1.

ასევე იხილეთ:

U19. საქართველო-შოტლანდია 3:1 - ძლევაი საკვირველი [VIDEO]
U19. საქართველო - ინგლისი 1:1 - პირველი ფრე და შენარჩუნებული შანსი
მკითხველის კომენტარები / 5 /
სად სჰეუდზლება ტამასჰინს ნახვა?
zuxa
21:00 29-05-2013
0
ყოჩაღ 2-0 კიდევ გავედით
Nedveda
21:37 29-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული