საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა!

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

ქართველმა ჭაბუკებმა ჯგუფში ინგლისის, შოტლანდიისა და მასპინძელ ბელგიელთა ნაკრებები ჩატოვეს.

29 მაისს, გია ცეცაძის შეგირდებმა ჯგუფის გადამწყვეტ შეხვედრაში სწორედ მასპინძლები დაამარცხეს - 2:0.

უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ ანგარიში 56-ე წუთზე გიორგი ფანცულაიამ გახსნა. მასვე 74-ე წუთზე დუბლის შესრულებაც შეეძლო, თუმცა პენალტი ვერ გამოიყენა.

სამაგიეროდ ოთხიოდ წუთში გურამ სამუშიამ შეძლო გატანა და მე-6 ჯგუფის გამარჯვებულისა და ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელი გუნდის ვინაობაც პრაქტიკულად გადაწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფის
პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში ინგლისელმა 19-წლამდელებმა შოტლანდიელებს ანგარიშით 3:0 სძლიეს და შესაბამისად, ცეცაძის შეგირდებს მიზნის მისაღწევად ხელს მხოლოდ გამარჯვება აძლევდათ.

საბედნიეროდ, ასეც მოხდა - საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ბრწყინვალედ და დამაჯერებლად ჩაატარა ელიტრაუნდი და ევროპის ჩემპიონატის საგზური დამსახურებულად მოიპოვა.

ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის ფინალურ სტადიას ლიტვა 20 ივლისიდან 1 აგვისტოს უმასპინძლებს, სადაც მასპინძლებთან ერთად კონტინეტნის 7 რჩეული გუნდი იასპარეზებს.

ასევე იხილეთ:
U19. საქართველო-შოტლანდია 3:1 - ძლევაი საკვირველი [VIDEO]
U19. საქართველო - ინგლისი 1:1 - პირველი ფრე და შენარჩუნებული შანსი
მკითხველის კომენტარები / 9 /
საღოლ ბიჭებო მაგრები ხართ!გილოცავთ!
Geo-fan
22:22 29-05-2013
0
იქნებ თქვენიდან დაიწყოს ქართული ფეხბურთის აღორძინება.გამარჯვებით გევლოთ.
ოთო
22:32 29-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული