17-წლამდელთა ნაკრები კასპიის თასზე მეოთხე ადგილზე გავიდა

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ბაქოში გათამაშებული კასპიის თასი მეოთხე ადგილზე დაასრულა: ნოდარ აკობიას გუნდმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში იაპონიასთან 0:0 ითამაშა, პენალტების სერიაში კი ხელი მოეცარა - 3:5.

ჩვენმა გუნდმა აზერბაიჯანის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე აქამდე 3 შეხვედრა ჩაატარა: ჯგუფში ყაზახეთს 13:1, ხოლო ბულგარეთს 2:0 აჯობა; ნახევარფინალში მასპინძლებთან 0:0 ითამაშა, პენალტებში კი 4:5 დამარცხდა.

შარშან კასპიის თასზე ქართველმა 16-წლამდელებმა ითამაშეს და მთავარი პრიზიც მოიგეს. იმ ტურნირის მსვლელობისას ჩვენმა გუნდმა იაპონიას 6:3 სძლია.

5 ივნისი, 2013. კასპიის თასი. აზერბაიჯანი, ბაქო, ბაუილი
იაპონია-საქართველო 0:0 (პენ
5:3)
პენალტები: 1:0 რ. დოანი, 1:1 რატი კაკიაშვილი, 2:1 რ. ტანაკა, 2:2 ირაკლი ბიძინაშვილი, 3:2 ო. იეჰა, 3:2 გიორგი წივილაშვილი (მეკარე), 4:2 ტ. სასაკი, 4:3 ანდრო ნემსაძე, 5:3 ი. ნაკაგავა
საქართველო: ბექა ქურდაძე, ირაკლი კომახიძე, ვასილ კაციტაძე, რატი კაკიაშვილი (კაპ), ცოტნე ნადარაია, ნიკა ქორიძე (გიორგი ზარია 68), გურამ გოშთელიანი (ირაკლი ბიძინაშვილი 41), გიორგი ბერიძე (გიორგი ჯობავა 56), ნიკა ლაშხია (ანდრო ნემსაძე 41), ბექა მიქელთაძე (გიორგი წივილაშვილი 49), გიორგი არაბიძე
მწვრთნელი: ნოდარ აკობია
გაძევება: ცოტნე ნადარაია (68)
მსაჯი: რ. ჰასანოვი (აზერბაიჯანი)

msy.gov.ge


ასევე იხილეთ:
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ფინალის საგზური აზერბაიჯანს დაუთმო

U17. საქართველო-ბულგარეთი 2:0 - საქართველო ნახევარფინალშია
U17. საქართველო-ყაზახეთი 13:1 - რეკორდების დღე ბაქოში
მკითხველის კომენტარები / 2 /
კიდევ კარგი ჰედეგია 12 გუნდიდან მე4-ე ადგილი, ცასვლამდე ზბორი არ ჰქონიატ და 3-4ვარჯიჰი, ისიც დუჰი არ ჰქონდატ გადასავლები. მეტი რა უნდა მოტხოვო ამ ბავჰვებს?
zizy
17:14 06-06-2013
0
კარგია 12 გუნდიდან მე 4-ე ადგილი
zizu
17:17 06-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული