შვეიცარიელებმა ბოლო შეხვედრა სლოვაკებთან 0:2 დათმეს, სერბებმა კი ირლანდიასთან 0:0 ითამაშეს. საბოლოოდ, 4-4 ქულა დააგროვეს მასპინძელმა სერბეთმა, შვეიცარიამ და სლოვაკეთმა, ბურთების უკეთესი სხვაობით კი ევროფინალის საგზური სერბებმა მოიპოვეს, რომლებთაც გია ცეცაძის გაწვრთნილებმა ელიტრაუნდამდე ბელგრადში ამხანაგურ შეხვედრაში 1:0 მოუგეს.
ამგვარად, ფინალურ ეტაპზე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ყველა შესაძლო მეტოქეა ცნობილი: ტურნირის მასპინძელი
ახლა ყველა წილისყრის მოლოდინში ვართ, რომელიც 14 ივნისს, კაუნასში გაიმართება და მას სფფ-ის ტექნიკური დირექტორი - ნიკოლოზ ჩხეიძე დაესწრება.
გუნდები, ტრადიციულად, ორ ქვეჯგუფში გადანაწილდებიან. იქვე შედგება კალენდარიც და დადგინდება, რომელი ჯგუფი რომელ ქალაქში ითამაშებს. წილისყრის შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნების ფედერაციების წარმომადგენლებს მასპინძლები იმ სასტუმროებსა და სტადიონებს დაათვალიერებინებენ, რომლებმაც ევროპირველობას უნდა უმასპინძლოს.
უკვე ცნობილია, რომ გუნდები კაუნასში იცხოვრებენ, ხოლო თამაშებს მარიამპოლი და ალიტუსიც უმასპინძლებენ. ჯგუფური ეტაპის მატჩების გამართვის დღეები უკვე ცნობილია - 20, 23 და 26 ივლისი. ნახევარფინალები 29 ივლისს გაიმართება, ევროპის ჩემპიონის ვინაობა კი 1 აგვისტოს გახდება ცნობილი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გაბრწყინებული საქართველო: ჰქმენ, რაც შენი ფერია
გია ცეცაძე: მინდა, უეფას გასაგონად ვთქვა, რომ ქართველები მათხოვრები არ ვართ!
U19. ბელგია - საქართველო 0:2 - მზიანი ღამე ბელგიაში [VIDEO]
U19. საქართველო-შოტლანდია 3:1 - ძლევაი საკვირველი [VIDEO]
U19. საქართველო - ინგლისი 1:1 - პირველი ფრე და შენარჩუნებული შანსი