ჩემპიონატის მასპინძელი სამი სტადიონია - კაუნასის Darius & Girenas Stadium (ტევადობა - 9180 მაყურებელი), სადაც ჯგუფური ეტაპის 4 მატჩი და 1 ნახევარფინალი გაიმართება;
მარიამპოლის სტადიონი (ტევადობა - 6250 მაყურებელი) - სადაც ჯგუფური ეტაპის 4 მატჩი და ფინალური შეხვედრა ჩატარდება და ალიტუსის სტადიონი (ტევადობა - 3748), რომელიც ჯგუფური ეტაპის 4 შეხვედრასა და 1 ნახევარფინალს
ევროპის ჩემპიონატის ფინალი კი მარიამპოლის სტადიონზე, 1 აგვისტოს გაიმართება.
მატჩებზე დასასწრები ერთჯერადი ბილეთები 2 ევრო ღირს, აბონემენტის შეძენა კი გულშემატკივარს 9 ევროდ შეუძლია.
20 ივლისს საქართველოს ნაკრები თავის პირველ შეხვედრას ფრანგების წინაღმდეგ გამართავს ალიტუსის სტადიონზე.
შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. 23 ივლისს უკვე სერბებს შევხვდებით მარიამპოლის სტადიონზე. მატჩი თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.
გია ცეცაძის გუნდი ჯგუფის ბოლო შეხვედრასაც მარიამპოლის სტადიონზე - თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. დასაწყისი - 17:30 საათზე.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ქალაქ კაუნასში - Radisson Kaunas Hotel-ში იცხოვრებს "თანაჯგუფელ" თურქებთან, ფრანგებთან და სერბებთან ერთად.
ჩვენს სასტუმროშივე იქნება უეფას საორგანიზაციო კომიტეტის ოფისიც. კაუნასშივე, Europa Royale Kaunas Hotel-ში იცხოვრებენ A ჯგუფის ნაკრები გუნდები.
მსაჯები კი უეფამ Kaunas Hotel-ში დააბინავა.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ჩემპიონატისწინა დასკვნით შეკრებაზე 6 ივლისს, რიგაში გაემგზავრება და ლატვიაში 16 ივლისამდე დარჩება.
ამის შემდეგ კი გუნდი უკვე კაუნასში წავა და ევროპირველობის ფერხულში ჩაებმება. რიგაში გამგზავრებამდე გია ცეცაძე საქართველოში მყოფ ფეხბურთელებს თბილისში ავარჯიშებს.
20 ივლისი
საქართველო - საფრანგეთი (20:00. ალიტუსის სტადიონი)
23 ივლისი
სერბეთი - საქართველო (19:30. მარიამპოლის სტადიონი)
26 ივლისი
თურქეთი - საქართველო (17:30. მარიამპოლის სტადიონი)
სფფ-ის პრესსამსახური