ვასილ მაისურაძემ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ნაკრები შეკრიბა

AutoSharing Option
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ვასილ მაისურაძემ 1995 წელს დაბადებულთა ნაკრები კვლავ შეკრიბა. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ამ ნაკრებს, ასაკიდან გამომდინარე, პაუზა ჰქონდა, ვინაიდან უეფას ოფიციალური ტურნირები აღარ უწევდა.

შემოდგომიდან კი მაისურაძის გუნდი უკვე 19-წლამდელთა ნაკრების რანგში ევროშესარჩევს დაიწყებს.

ამჯერად ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოპტიმალური შემადგენლობა ვერ შეკრიბა, რადგან ფეხბურთელების დიდი ნაწილი თავის კლუბებთან ერთად შეკრებაზეა; რამდენიმე კი გია ცეცაძის 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაშია და ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება.

ნაკრები სასტუმრო "პრესტიჟში" ცხოვრობს და ყოველდღიურ ვარჯიშებს სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ატარებს.

ვასილ მაისურაძის განკარგულებაში
23 ფეხბურთელია, რომელთაგან ბევრია ახალი სახე და ნაკრების მწვრთნელი მათ ამხანაგურ ტურნირებში გამოცდის.

მეკარეები: ნიკა შერმადინი ("დინამო", თბილისი), ალექსანდრე ადამია ("გაგრა"), ოთო გოშაძე ("საბურთალო")
მცველები: ოთარ კაკაბაძე, გიგა სამხარაძე, ბექა მელიქიძე (ყველა - "დინამო", თბილისი), ჯემალ ტაბიძე ("საბურთალო"), ნიკა ჩხეიძე ("კალმარი", შვედეთი), ცოტნე ქებურია, ალეკო ჩაკვეტაძე (ორივე - "ჩიხურა")
ნახევარმცველები: გიორგი თევზაძე ("საბურთალო"), ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, არჩილ მესხი, თორნიკე მაჭავარიანი (ყველა - "დინამო", თბილისი), ლუკა კიკაბიძე ("ტორპედო", ქუთაისი), თენგიზ წიქარიძე ("დილა", გორი), ლევან შენგელია, ლაშა ქოჩლაძე (ორივე - "ჩიხურა")
თავდამსხმელები: ვანო წილოსანი ("დინამო", თბილისი), დავით მაკარაძე ("ვიგრი სუვალკი", პოლონეთი), ილია კერძევაძე ("ჩიხურა"), დავით დარციმელია (უგუნდოდ).

5 ივლისს, გამთენიისას, ნაკრები ბელორუსში გაემგზავრება, სადაც ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 7 ივლისს ჩვენი გუნდი ისრაელის ნაკრებს ეთამაშება, 9 ივლისს კი ჩვენი ფეხბურთელები უკვე მასპინძელთა ნაკრებთან მოსინჯავენ ძალებს და სამშობლოში იმავე საღამოს დაბრუნდებიან.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული