შემოდგომიდან კი მაისურაძის გუნდი უკვე 19-წლამდელთა ნაკრების რანგში ევროშესარჩევს დაიწყებს.
ამჯერად ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოპტიმალური შემადგენლობა ვერ შეკრიბა, რადგან ფეხბურთელების დიდი ნაწილი თავის კლუბებთან ერთად შეკრებაზეა; რამდენიმე კი გია ცეცაძის 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაშია და ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება.
ნაკრები სასტუმრო "პრესტიჟში" ცხოვრობს და ყოველდღიურ ვარჯიშებს სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ატარებს.
ვასილ მაისურაძის განკარგულებაში
მეკარეები: ნიკა შერმადინი ("დინამო", თბილისი), ალექსანდრე ადამია ("გაგრა"), ოთო გოშაძე ("საბურთალო")
მცველები: ოთარ კაკაბაძე, გიგა სამხარაძე, ბექა მელიქიძე (ყველა - "დინამო", თბილისი), ჯემალ ტაბიძე ("საბურთალო"), ნიკა ჩხეიძე ("კალმარი", შვედეთი), ცოტნე ქებურია, ალეკო ჩაკვეტაძე (ორივე - "ჩიხურა")
ნახევარმცველები: გიორგი თევზაძე ("საბურთალო"), ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, არჩილ მესხი, თორნიკე მაჭავარიანი (ყველა - "დინამო", თბილისი), ლუკა კიკაბიძე ("ტორპედო", ქუთაისი), თენგიზ წიქარიძე ("დილა", გორი), ლევან შენგელია, ლაშა ქოჩლაძე (ორივე - "ჩიხურა")
თავდამსხმელები: ვანო წილოსანი ("დინამო", თბილისი), დავით მაკარაძე ("ვიგრი სუვალკი", პოლონეთი), ილია კერძევაძე ("ჩიხურა"), დავით დარციმელია (უგუნდოდ).
5 ივლისს, გამთენიისას, ნაკრები ბელორუსში გაემგზავრება, სადაც ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 7 ივლისს ჩვენი გუნდი ისრაელის ნაკრებს ეთამაშება, 9 ივლისს კი ჩვენი ფეხბურთელები უკვე მასპინძელთა ნაკრებთან მოსინჯავენ ძალებს და სამშობლოში იმავე საღამოს დაბრუნდებიან.
სფფ-ის პრესსამსახური