თქვენი იმედი გვაქვს! - 19-წლამდელები ლატვიაში გაემგზავრნენ

AutoSharing Option
6 ივლისს, გამთენიისას, გია ცეცაძის გაწვრთნილი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ლატვიაში გაემგზავრა.

რიგაში გუნდი 15 ივლისამდე დასკვნით შეკრებას გაივლის და საკონტროლო შეხვედრას ლატვიელ თანატოლებთან ჩაატარებს. იქიდან ჩვენი დელეგაცია ლიტვაში გადავა, სადაც 20 ივლისიდან 1 აგვისტომდე ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.

5 ივლისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნაკრების მწვრთნელებთან და ფეხბურთელებთან გულშემატკივრებისა და მედიის შეხვედრა მოაწყო.

დასწრება თავისუფალი იყო და დაახლოებით 100-მდე გულშემატკივარს (ძირითადად, "ქართული სპორტის ქომაგებში" გაერთიანებული გულშემატკივრებს) გუნდის წევრებთან უშუალოდ დალაპარაკების საშუალება ჰქონდათ.

ლატვიურ შეკრებაზე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია
ცეცაძემ შემდეგი შემადგენლობა წაიყვანა:

მეკარეები: გაბრიელ თებიძე (საჩხერეს "ჩიხურა"), ბაჩო მიქავა (ქუთაისის "ტორპედო")
მცველები: დავით მთივლიშვილი, ნიკა ჭანტურია, ნიკა სანდოხაძე, დავით უბილავა (ოთხივე ქუთაისის "ტორპედო"), ლევან გეგეჭკორი (მარტვილის "მერანი"), ლაშა დვალი (რიგის "სკონტო", ლატვია), სანდრო გურეშიძე (თბილისი "დინამო").
ნახევარმცველები: გურამ სამუშია, ავთო ენდელაძე (ორივე "ზესტაფონი"), თემურ მარკოზაშვილი (ქუთაისის "ტორპედო"), დაჩი ცნობილაძე (რუსთავის "მეტალურგი")
თავდამსხმელები: ბაჩანა არაბული (გორის "დილა"), ბუდუ ზივზივაძე (თბილისის "დინამო"), გიორგი ფანცულაია (ქუთაისის "ტორპედო"), ნიკა კაჭარავა (ყაზანის "რუბინი", რუსეთი), ლუკა ზარანდია (ქუთაისის "ტორპედო")

"მიხეილ მესხზე" მხოლოდ ლეგიონერები, ლაშა დვალი და ნიკა კაჭარავა არ იყვნენ. დვალმა 4 ივლისს ევროპის ლიგაზე რიგის "სკონტოს" შემადგენლობაში მოლდოვური "ტირასპოლის" წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა და მთავარი მწვრთნელისგან, თამაზ პერტიასგან საქებარი სიტყვები დაიმსახურა. ის გუნდს ლატვიაშივე შეუერთდება.

კაჭარავა კი ყაზანის "რუბინში" ვარჯიშობს და პირდაპირ შეკრებაზე ჩაფრინდება.

შეხვედრის შემდეგ გუნდი ტაძარში გაემგზავრა, სადაც საგანგებო პარაკლისი გადაიხადეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
[გაიცანით 19-წლამდელები] ავთანდილ ენდელაძე: ნახევარფინალში მაინც!
[გაიცანით 19-წლამდელები] ნიკა კაჭარავა: იმხელა ვიყავი, ასაკგადაკეთებულად მთვლიდნენ
[გაიცანით 19-წლამდელები] გაბრიელ თებიძე: მეტოქეზე კი არა, წარმატებაზე ვფიქრობთ
[გაიცანით 19-წლამდელები] ლაშა დვალი: ჩვენი თაობა წინას შეცდომებზე გაიზარდა
[გაიცანით 19-წლამდელები] დავით მთივლიშვილი: ოდესმე რამე ჩვენც ხომ უნდა მოვიგოთ?
[გაიცანით 19-წლამდელები] ბაჩო მიქავა: სამი წელი თავდასხმაში ვთამაშობდი
[გაიცანით 19-წლამდელები] გიორგი ფანცულაია: ვიცი, ეს მამას ჩემზე მეტად გაუხარდება
[გაიცანით 19-წლამდელები] ლუკა ზარანდია - "აიაქსამდე" "ტორპედოში"?
[გაიცანით 19-წლამდელები] გურამ სამუშია: არავისზე ნაკლებები არ ვართ
[გაიცანით 19-წლამდელები] ბუდუ ზივზივაძე: ჩვენ შიში უკვე დავძლიეთ!
გაბრწყინებული საქართველო: ჰქმენ, რაც შენი ფერია
მკითხველის კომენტარები / 5 /
საზოგადოებრივ მაუწყებელს ევროპის ჩემპიონატისთვის სცალია??????? *** ყავს დასაცველი!!!!
ხიხანელი
10:19 07-07-2013
0
დადგება ამ ქვეყანაში სამართალი?გარყვნილებისა და ლგბტ-ს პროპაგანდას, ტელევიზიებს ურჩევნიათ ევროპის ჩემპიონატი აჩვენონ და სათანადოთ გააშუქონ.აუცილებლად ხალხის მღელვარებაა საჭირო,რომ თვალი და ყური გაახილ-გამოიბერტყონ?ხალხი თუ აღელდა,ე.წ. "საზოგადოებრივ არხს" დაამხობენ თავზე
vaxvax
13:51 06-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული