ვასილ მაისურაძის გუნდი ისრაელს დაუზავდა

AutoSharing Option
უკვე ორი დღეა მინსკში იმყოფება ვასილ მაისურაძის 1995 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა ნაკრები გუნდი.

ჩვენი ნაკრები ყოველწლიურ ტესტ-მატჩებს ატარებს ისრაელისა და ბელორუსის ასაკობრივ ნაკრებებთან.

8 ივლისს მაისურაძის გუნდმა პირველი შეხვედრა გამართა ისრაელის ნაკრებთან, რომელიც გატანილი გოლების გარეშე, ფრედ - 0:0 დასრულდა. ნაკრების ძირითადი შემადგენლობა კი ასეთი იყო:

გოშაძე, კაკაბაძე, ჩაკვეტაძე, მელიქიძე, სამხარაძე, ჭეჭელაშვილი, პაპუნაშვილი, კერძევაძე, მესხი, კიკაბიძე, დარციმელია

9 ივლისს ნაკრებს უკვე მასპინძლებთან მოუწევს შეხვედრა, რის შემდეგაც გუნდი სამშობლოში დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ერთწლიანი პაუზის შემდეგ ეს მაისურაძის ნაკრების პირველი შეკრებაა. მთავარი
მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ამ ტესტ-მატჩებში რამდენიმე ახალი ფეხბურთელიც გამოიცდება.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული