19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ტრანსლირების უფლება "მე-9 არხმა" შეიძინა

AutoSharing Option
19 წლამდე ფეხბურთელთა შორის უეფას 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის შეხვედრების ტელერეპორტაჟს საქართველოში ტელეკომპანია "მეცხრე არხი" უზრუნველყოფს.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ლიტვაში ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას ჩაატარებს.

20 ივლისი - საფრანგეთი-საქართველო 20.00
23 ივლისი - სერბეთი-საქართველო 19.30
26 ივლისი - საქართველო – თურქეთი 17.30

ტელეკომპანია "მეცხრე არხი" საქართველოს ნაკრების მონაწილეობით ჯგუფური ეტაპის მხოლოდ ორ შეხვედრას გადასცემს. სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონატის სატელევიზიო უფლებების მფლობელი EUROSPORT - თურქეთისა და საქართველოს მატჩის ტრანსლაციას არ გეგმავს.

ტელეკომპანია "მეცხრე არხი" 19-წლამდელთა მონაწილეობით პირდაპირ ეთერში სულ ხუთი შეხვედრის რეპორტაჟს
გეგმავს.

ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს მონაწილეობით გასამართი ორი მატჩის გარდა, ქართველი მაყურებელი ნახევარფინალური ეტაპის ორ შეხვედრას და ფინალურ დაპირისპირებასაც იხილავს.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 2 /
არ აჩვენებს მე 9 არც. აიეტზე და არც ცვეულებრივზე !!!
dato
16:49 16-07-2013
0
ინტერნეტში აკრიფე tv9.ge და უყურებ.
tazo
17:15 16-07-2013
0

სიახლეები პოპულარული