ზაზა ბაკურაძე: ჩვენმა ბიჭებმა გრანდების შიში დაძლიეს

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას კაუნასში აგრძელებს. გუნდი სასტუმრო "პარკ ინ რადისონში" დაბინავდა.

გია ცეცაძემ ფეხბურთელები ლიტვაში პირველად 17 ივლისს, დილით ავარჯიშა. რიგის "დაუგავასთან" შეხვედრაზე მხოლოდ სტატისტიკური მონაცემები გაგაცანით. მერე უკვე ფედერაციის ვებგვერდმა მატჩის ფრაგმენტებიც გაავრცელა და შეუძლებელია გვერდი ავუაროთ გოლს, რომელიც ლუკა ზარანდიამ გაიტანა.

ქუთაისის "ტორპედოს" თავდამსხმელი, რომელიც ნაკრებში ყველაზე უმცროსია, მეტოქის 5 მცველს გასცდა, ზედ მეკარე მიაყოლა და ულამაზესი გოლი გაიტანა.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


კომენტარი მთავარი მწვრთნელის ასისტენტს, ზაზა ბაკურაძეს ჩამოვართვით:

"სამუშაო კიდევ ბევრია, სრულყოფილებამდე შორს ვართ, მაგრამ
ელიტრაუნდმა დაგვანახვ
ა, რომ გუნდი თეორიულად და ტაქტიკურად გაიზარდა. ამაში ლატვიური შეკრებაც დაგვეხმარა და იმედი მაქვს, რომ ევროფინალზე ღირსეულად ვითამაშებთ.

ისიც მაიმედებს, რომ ბელგიაში შეხვედრების შემდეგ ბიჭები თავდაჯერებულები გახდნენ და ჩემი აზრით, გრანდების შიში დაძლიეს. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს".


ფედერაციის პრესსამსახურის თანამშრომლის, ეკა ელოშვილის თქმით, 18 ივლისიდან გუნდი იწყებს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს მსაჯებთან და დელეგატებთან, რომლებიც დეტალურად აუხსნიან თამაშის წესების ახალ ფორმულირებას და ფეხბურთელებს წინასწარ გააფრთხილებენ, რა საქციელზე შეიძლება დაიმსახურონ სასჯელი.

19 ივლისს სასტუმროში ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე პრესკონფერენციას გამართავს, რომლის შემდეგაც მოთამაშეთა ფოტოსესიაა დაგეგმილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული