სერბების თავკაცი ლუბინკო დრულოვიჩი: საქართველო ღირსეული მოწინააღმდეგეა

AutoSharing Option
20 ივლისს ლიტვაში ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება. B ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქე სერბების მთავარმა მწვრთნელმა, წარსულში ეროვნული გუნდის ცნობილმა ფეხბურთელმა ლუბინკო დრულოვიჩმა უეფას ვებგვერდთან შანსებსა და მეტოქეებზე ილაპარაკა:

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს სერბ თანატოლებთან თამაში 23 ივლისს უწევთ, პირველ მატჩს კი გია ცეცაძის შეგირდები 20 ივლისს ფრანგებთან გამართავენ.

"ევროპის ჩემპიონატზე ბოლო ხუთი მცდელობიდან მეოთხედ მოვხვდით - ჩვენ კარგად ვიმუშავეთ.

ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მეტყველებს, რომ ამ თაობას ფეხბურთისთვის აუცილებელი სპორტული და ფსიქოლოგიური თვისებები და შემტევი ფეხბურთისკენ მიდრეკილება გააჩნია. ორი მათგანი, ლაზარ მარკოვიჩი
და ალექსანდრე მიტროვიჩი უკვე ეროვნული ნაკრების წევრია. მათთან ერთად, სულ სხვა გუნდი ვიქნებით...

სერიოზულ ჯგუფში მოვხვდით. საფრანგეთი ამ ასაკში ყოველთვის ძლიერი იყო. საქართველოსთან ერთი მოვიგეთ, ერთი წავაგეთ და ასევე ღირსეული მოწინააღმდეგეა.

თურქები შარშან ლიტვის ტურნირზე 6:3 დავამარცხეთ, მაგრამ ოპტიმალური შემადგენლობით არ იყვნენ. ელიტრაუნდში კი ისეთი გუნდები ჩატოვეს, რომ ცხადია, მათ პოტენციალი გააჩნიათ...

ფეხბურთელებს ვეუბნები, ითამაშონ სიხარულით და აჩვენონ, რაც შეუძლიათ, ჩვენი მიზანი კი ნახევარფინალში გასვლაა",
- თქვა დრულოვიჩმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
U19. საქართველო VS საფრანგეთი - თქვენ იცით, ბიჭებო!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული