საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს სერბ თანატოლებთან თამაში 23 ივლისს უწევთ, პირველ მატჩს კი გია ცეცაძის შეგირდები 20 ივლისს ფრანგებთან გამართავენ.
"ევროპის ჩემპიონატზე ბოლო ხუთი მცდელობიდან მეოთხედ მოვხვდით - ჩვენ კარგად ვიმუშავეთ.
ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მეტყველებს, რომ ამ თაობას ფეხბურთისთვის აუცილებელი სპორტული და ფსიქოლოგიური თვისებები და შემტევი ფეხბურთისკენ მიდრეკილება გააჩნია. ორი მათგანი, ლაზარ მარკოვიჩი
სერიოზულ ჯგუფში მოვხვდით. საფრანგეთი ამ ასაკში ყოველთვის ძლიერი იყო. საქართველოსთან ერთი მოვიგეთ, ერთი წავაგეთ და ასევე ღირსეული მოწინააღმდეგეა.
თურქები შარშან ლიტვის ტურნირზე 6:3 დავამარცხეთ, მაგრამ ოპტიმალური შემადგენლობით არ იყვნენ. ელიტრაუნდში კი ისეთი გუნდები ჩატოვეს, რომ ცხადია, მათ პოტენციალი გააჩნიათ...
ფეხბურთელებს ვეუბნები, ითამაშონ სიხარულით და აჩვენონ, რაც შეუძლიათ, ჩვენი მიზანი კი ნახევარფინალში გასვლაა", - თქვა დრულოვიჩმა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
U19. საქართველო VS საფრანგეთი - თქვენ იცით, ბიჭებო!