ქართველი 19-წლამდელები თურქ თანატოლებთან მარცხდებიან - 1:2

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო მატჩს თურქ თანატოლებთან მართავს.

გია ცეცაძის შეგირდებმა ანგარიშის გახსნა მესამე წუთზევე შეძლეს. გატანილი გოლის ავტორი ავთანდილ ენდელაძეა.

თუმცა თურქებმა სულ მალე გათანაბრება მოახერხეს და ანგარიშში დაწინაურებაც - დუბლით ოქან დენიზი გამოირჩა, რომელმაც ბაჩო მიქავას კარი მე-16 და მე-18 წუთებზე დალაშქრა.

28-ე წუთზე გათანაბრების შანსი ჰქონდა ნიკა კაჭარავას, თუმცა მისივე წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანიდან გატანა ვერ მოახერხა.

შეგახსენებთ, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ნახევარფინალში გასვლის თეორიული შანსი რჩება - თურქების ძლევის გარდა, ჩვენთვის სასურველი შედეგი პარალელურად
მიმდინარე სერბებისა და ფრანგების შეხვედრაშიც უნდა დაფიქსირდეს.

ჯერჯერობით სერბეთი-საფრანგეთის შეხვედრაში ანგარიში არ გახსნილა.

ასევე იხილეთ:
U19. საქართველო VS თურქეთი - პრესტიჟის მატჩი
მკითხველის კომენტარები / 1 /
სადაა ტრანსლაცია,გადაგვაგდეს?
....................
17:56 26-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული