ნიკა კაჭარავამ პენალტი ვერ გამოიყენა, ფრანგები სერბეთს უგებენ

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო მატჩს თურქ თანატოლებთან მართავს.

გია ცეცაძის შეგირდებმა ანგარიშის გახსნა მესამე წუთზევე შეძლეს. გატანილი გოლის ავტორი ავთანდილ ენდელაძეა.

თუმცა თურქებმა სულ მალე გათანაბრებაც მოახერხეს და ანგარიშში დაწინაურებაც - დუბლით ოქან დენიზი გამოირჩა, რომელმაც ბაჩო მიქავას კარი მე-16 და მე-18 წუთებზე დალაშქრა.

28-ე წუთზე გათანაბრების შანსი ჰქონდა ნიკა კაჭარავას, თუმცა მისივე წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანიდან გატანა ვერ მოახერხა.

შეგახსენებთ, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ნახევარფინალში გასვლის თეორიული შანსი რჩება - თურქებთან მოგებასთან ერთად, ჩვენთვის სასურველი შედეგი პარალელურად
მიმდინარე სერბებისა და ფრანგების შეხვედრაშიც უნდა დაფიქსირდეს.

სამწუხაროდ, ფრანგებმა სერბებთან დაწინაურება შეძლეს - 1:0.

ასევე იხილეთ:
U19. საქართველო VS თურქეთი - პრესტიჟის მატჩი
მკითხველის კომენტარები / 2 /
ასე სხვის იმედად,ჯერ არავის არაფერი გამოსვლი.ყოველთვის იქნებით mirianivit-ცაბოღმილ უვარგისები.
anna
18:21 26-07-2013
0
ჰვენება რომელ არხზეა
0

სიახლეები პოპულარული