საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები თურქეთთან დამარცხდა

AutoSharing Option
26 ივლისს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო მატჩი თურქ თანატოლებთან გამართა.

გია ცეცაძის შეგირდებმა ანგარიშის გახსნა მესამე წუთზევე შეძლეს. გატანილი გოლის ავტორი ავთანდილ ენდელაძე გახდა.

თუმცა თურქებმა სულ მალე გათანაბრებაც მოახერხეს და ანგარიშში დაწინაურებაც - დუბლით ოქან დენიზი გამოირჩა, რომელმაც ბაჩო მიქავას კარი მე-16 და მე-18 წუთებზე დალაშქრა.

შეხვედრის პირველივე ტაიმში, 28-ე წუთზე გათანაბრების შანსი ჰქონდა ნიკა კაჭარავას, თუმცა მისივე წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანიდან გატანა ვერ მოახერხა.

მეორე ტაიმში ნიკამ საწადელს მაინც მიაღწია - 50-ე წუთზე ონურჯან პირის
კარში ბურთი შეაგდო და ანგარიში გაათაბრა (2:2).

თურქებმა წინ გასვლა მალევე შეძლეს - რეჯეპ ნიაზმა ცეცაძის შეგირდებს იმედის ნაპერწკალი 58-ე წუთზე გაუქრო.

მატჩის 76-ე წუთზე არბიტრმა მთივლიშვილს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა. მე-80 წუთზე კი თურქების ნახევარმცველმა ჩენკ შაჰინმა საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა - 4:2.

საბოლოოდ გია ცეცაძის შეგირდებმა თურქეთთან შეხვედრა ანგარიშით 2:4 წააგეს.

რაც შეეხება ჩვენი ჯგუფის მეორე დაპირისპირებას, საფრანგეთისა და სერბეთის 19-წლამდელთა ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა.

გამომდინარე აქედან, ნახევარფინალის საგზურები სერბეთმა და საფრანგეთმა მოიპოვეს. საქართველო კი ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.

B ჯგუფი

ა გ თ მ ფ წ ქ

1. სერბეთი 3 2 1 0 7
2. საფრანგეთი 3 1 2 0 5
3. თურქეთი 3 1 0 2 3
4. საქართველო 3 0 1 2 1

ასევე იხილეთ:
U19. საქართველო-სერბეთი 0:1 - გაცრუებული იმედი და შემცირებული შანსი [VIDEO]
U19. საქართველო-საფრანგეთი 0:0 - გამარჯვებაც ახლოს იყო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 12 /
არაუშავს~!ეს გამოცდილებაც შეიძინეთ!იყავით თავდამბლები,იშრომეთ,პროფესიონალურად(და რაც აუცილებელია სწორი ვარჯიში და ევროპული კლუბები)და ყველას აჯობებთ!2018წელს იქნებ ლუჟნიკებში საქართველოს ჰიმნი მოასმენინოთ მტერსაც და სიკეთის მსურველსაც!უნდა დაამტკიცოთ,რომ ქართველებს ფეხბურთის ტალანტიც გაგვაჩნია და მისი გამოყენებაც ვიცით!!!
akhali
19:36 26-07-2013
0
ოღონდ რუსეთ-უკრაინაში არ წახვიდეთ!ქართული კლუბებიდან-ევროპაში
akhali
19:38 26-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული