გია ცეცაძის შეგირდებმა ანგარიშის გახსნა მესამე წუთზევე შეძლეს. გატანილი გოლის ავტორი ავთანდილ ენდელაძე გახდა.
თუმცა თურქებმა სულ მალე გათანაბრებაც მოახერხეს და ანგარიშში დაწინაურებაც - დუბლით ოქან დენიზი გამოირჩა, რომელმაც ბაჩო მიქავას კარი მე-16 და მე-18 წუთებზე დალაშქრა.
შეხვედრის პირველივე ტაიმში, 28-ე წუთზე გათანაბრების შანსი ჰქონდა ნიკა კაჭარავას, თუმცა მისივე წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანიდან გატანა ვერ მოახერხა.
მეორე ტაიმში ნიკამ საწადელს მაინც მიაღწია - 50-ე წუთზე ონურჯან პირის
თურქებმა წინ გასვლა მალევე შეძლეს - რეჯეპ ნიაზმა ცეცაძის შეგირდებს იმედის ნაპერწკალი 58-ე წუთზე გაუქრო.
მატჩის 76-ე წუთზე არბიტრმა მთივლიშვილს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა. მე-80 წუთზე კი თურქების ნახევარმცველმა ჩენკ შაჰინმა საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა - 4:2.
საბოლოოდ გია ცეცაძის შეგირდებმა თურქეთთან შეხვედრა ანგარიშით 2:4 წააგეს.
რაც შეეხება ჩვენი ჯგუფის მეორე დაპირისპირებას, საფრანგეთისა და სერბეთის 19-წლამდელთა ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა.
გამომდინარე აქედან, ნახევარფინალის საგზურები სერბეთმა და საფრანგეთმა მოიპოვეს. საქართველო კი ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.
B ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ქ
1. სერბეთი 3 2 1 0 7
2. საფრანგეთი 3 1 2 0 5
3. თურქეთი 3 1 0 2 3
4. საქართველო 3 0 1 2 1
ასევე იხილეთ:
U19. საქართველო-სერბეთი 0:1 - გაცრუებული იმედი და შემცირებული შანსი [VIDEO]
U19. საქართველო-საფრანგეთი 0:0 - გამარჯვებაც ახლოს იყო [VIDEO]