ალექსანდრე ჩივაძე ნაკრებში ნიკა კაჭარავას უხმობს?

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროშესარჩევში სექტემბრიდან ჩაერთვება - 5 სექტემბერს ლუქსემბურგს ეთამაშება, ოთხი დღის შემდეგ კი სლოვაკეთს. ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილი გუნდი ორივე მატჩს სტუმრად გამართავს.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ჩივაძემ, სხვათა გარდა, ამ შეხვედრებისთვის 19 წლის თავდამსხმელი ნიკა კაჭარავაც გამოიძახა.

კაჭარავა მანამდე 19-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თურქებს გოლიც გაუტანა. კაჭარავა ახმახი ცენტრფორვარდია. ასეთი კონსტრუქციის თავდამსხმელი ჩივაძის გუნდს აქამდე არ ჰყოლია.

შეგახსენებთ, რომ ლუქსემბურგისა და სლოვაკეთის გარდა, ჯგუფში ჩვენი მეტოქეები შოტლანდია და ჰოლანდია იქნებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ნიკა კაჭარავას სუპერგოლი ცსკა-ს კარში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 6 /
არ ვიცი, ბატონო მერაბ რა გითხრათ აბა? ფაქტია, მარჯვენა მცველებში გვიჭირს. ერთი უჩა ლობჟანიძე გვყავს, რომელსაც სათამაში პრაქტიკა არა აქვს კლუბში და ფორმაში არაა და დინამოელი სეთურიძე, რომელიც შეტევაში კარგია, მაგრამ დაცვაში სათანადოდ ვერ გამოიყურება. კარგი იქნებოდა ახალი სახეების მოსინჯვა ამ პოზიციაზე
შაკო
21:08 07-08-2013
0
შაკოს მადლობა ინფორმაციისთვის, მაშინ ეროვნულში რატო არ იწვევენ ტაბატაზეს? უკეთესი მარჯვენა მცველი ჩემი აზრით საქართველოში არ არსებობს. კოსტავა გამახსენდა მისი თამაშით დაკიდო მოუმატებს ეგ ბავშვი.
მერაბი
19:31 07-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული