როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ჩივაძემ, სხვათა გარდა, ამ შეხვედრებისთვის 19 წლის თავდამსხმელი ნიკა კაჭარავაც გამოიძახა.
კაჭარავა მანამდე 19-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თურქებს გოლიც გაუტანა. კაჭარავა ახმახი ცენტრფორვარდია. ასეთი კონსტრუქციის თავდამსხმელი ჩივაძის გუნდს აქამდე არ ჰყოლია.
შეგახსენებთ, რომ ლუქსემბურგისა და სლოვაკეთის გარდა, ჯგუფში ჩვენი მეტოქეები შოტლანდია და ჰოლანდია იქნებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ნიკა კაჭარავას სუპერგოლი ცსკა-ს კარში [VIDEO]