ალექსანდრე ჩივაძე ნაკრებში ნიკა კაჭარავას უხმობს?

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროშესარჩევში სექტემბრიდან ჩაერთვება - 5 სექტემბერს ლუქსემბურგს ეთამაშება, ოთხი დღის შემდეგ კი სლოვაკეთს. ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილი გუნდი ორივე მატჩს სტუმრად გამართავს.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ჩივაძემ, სხვათა გარდა, ამ შეხვედრებისთვის 19 წლის თავდამსხმელი ნიკა კაჭარავაც გამოიძახა.

კაჭარავა მანამდე 19-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თურქებს გოლიც გაუტანა. კაჭარავა ახმახი ცენტრფორვარდია. ასეთი კონსტრუქციის თავდამსხმელი ჩივაძის გუნდს აქამდე არ ჰყოლია.

შეგახსენებთ, რომ ლუქსემბურგისა და სლოვაკეთის გარდა, ჯგუფში ჩვენი მეტოქეები შოტლანდია და ჰოლანდია იქნებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ნიკა კაჭარავას სუპერგოლი ცსკა-ს კარში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 6 /
მგონი გამოეღვიძათ.კარგია
natali
11:42 07-08-2013
0
გვალია, ოქრიაშვილი, ჭანტურია, ანანიძე, ყაზაიშვილი, ილურიძე ამათ ყველას უწევს ასაკით ახალგაზრდულში თამაში და ხო შეიძლება მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეროვნულის ძირითადში მაინც არაა აქედან დიდი უმრავლესობა. თუ თაკილობენ 21-წლამდელებში თამაშს? ეს ფეხბურთლები ახალგაზრდულის დონეზე დიდი ძალა იქნება და შეიძლება რაღაც კარგ შედეგს მიაღწიოს ჩივაძემ
შაკო
12:26 07-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული