ალექსანდრე ჩივაძის გუნდი ლატვიის დედაქალაქში 12 აგვისტოს გაემგზავრება.
21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლატვიასთან დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრისათვის 20 ფეხბურთელი გამოიძახა. ტრავმის გამო გუნდს ჯამბულ ჯიღაური ( "ჩიხურა"საჩხერე) და ლაშა დვალი ("სკონტო" რიგა) გამოაკლდა.
ახალგაზრდული ნაკრები რიგაში 18 ფეხბურთელით გაემგზავრება:
გიორგი ნადირაძე ("სპარტაკი" ცხინვალი), კახა მეშველიანი ("ზესტაფონი"), სოლომონ კვერკველია ("რუბინი" ყაზანი), მამუკა კობახიძე ("დილა" გორი), თედორე გრიგალაშვილი ("ზესტაფონი"), ნიკა კვეკვესკირი ("სპარტაკი" ცხინვალი), ბესიკ დეკანოიძე ("ჩიხურა" საჩხერე), გიორგი ილურიძე ("დილა"
ალექსანდრე ჩივაძის გუნდი ლატვიასთან ამხანაგურ შეხვედრას რიგაში , 14 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 17 საათზე გამართავს.
ევროპის 2015 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის სადებიუტო მატჩს ქართველი ფეხბურთელები 5 სექტემბერს ლუქსემბურგში ჩაატარებენ.
წყარო: gff.ge
ან ფანცულაიას და არაბულს ?