ალექსანდრე ჩივაძემ ლატვიასთან მატჩისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სადებიუტო მატჩამდე ამხანაგურ შეხვედრას რიგაში ჩაატარებს.

ალექსანდრე ჩივაძის გუნდი ლატვიის დედაქალაქში 12 აგვისტოს გაემგზავრება.

21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლატვიასთან დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრისათვის 20 ფეხბურთელი გამოიძახა. ტრავმის გამო გუნდს ჯამბულ ჯიღაური ( "ჩიხურა"საჩხერე) და ლაშა დვალი ("სკონტო" რიგა) გამოაკლდა.

ახალგაზრდული ნაკრები რიგაში 18 ფეხბურთელით გაემგზავრება:

გიორგი ნადირაძე ("სპარტაკი" ცხინვალი), კახა მეშველიანი ("ზესტაფონი"), სოლომონ კვერკველია ("რუბინი" ყაზანი), მამუკა კობახიძე ("დილა" გორი), თედორე გრიგალაშვილი ("ზესტაფონი"), ნიკა კვეკვესკირი ("სპარტაკი" ცხინვალი), ბესიკ დეკანოიძე ("ჩიხურა" საჩხერე), გიორგი ილურიძე ("დილა"
გორი), გიორგი ჭანტურია, ვალერი ყაზაიშვილი (ორივე "ვიტესი" არნემი), ლაშა შაფიძე ("სპარტაკი" ცხინვალი), მერაბ გიგაური ("ტორპედო" ქუთაისი), ლაშა პარუნაშვილი ("სიონი" ბოლნისი), გიორგი პაპავა ( "დინამო" თბილისი), დავით სხირტლაძე ("ორჰუსი" დანია), არჩილ ტვილდიანი ("სიონი" ბოლნისი), ნიკა კაჭარავა ("რუბინი" ყაზანი), დავით უბილავა ("ტორპედო" ქუთაისი).

ალექსანდრე ჩივაძის გუნდი ლატვიასთან ამხანაგურ შეხვედრას რიგაში , 14 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 17 საათზე გამართავს.

ევროპის 2015 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის სადებიუტო მატჩს ქართველი ფეხბურთელები 5 სექტემბერს ლუქსემბურგში ჩაატარებენ.

წყარო: gff.ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
იცით რას გეტყვიტ მერე რა რო დუბლებსი თამაშობენ აბა საქარტველოსი ასეთი წესი აქვთ არ ადზლევენ სანსს ახალგაზრდებს რო ათამაშონ უმაგლეს ლიგასი და ეს ცივაძის ბრალი კი არ არის
zaza
20:07 12-08-2013
0
ცეცაძეს რო ძირითადში ეთამაშებია კაჭარავა 19 წლამდელებს სულ სხვა შედეგი ექნებოდა რა არის მერე რო დუბლ;ებში თამაშობენ ეს ბიჭები...ისეთ კომენტარებს წერთ ზოგი ფეხბურთის გაგებაში არ ხართ...ჩივაძეს ნუ ასწავლით.
kaxa
13:14 11-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული