ბალტიისპირელთა რბევა მე-4 წუთზე არნემის "ვიტესის" შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა დაიწყო, მეორე გოლი მე-14 წუთზე გორის "დილას" მცველმა მამუკა კობახიძემ გაიტანა, ლატვიელები მესამედ ისევ ყაზაიშვილმა დაამწუხრა 25-ე წუთზე, წერტილი კი ორი წუთის შემდეგ დანიური "ორჰუსის" თავდამსხმელმა დავით სხირტლაძემ დასვა.
ალექსანდრე ჩივაძემ ასეთი შემადგენლობა ათამაშა:
ნადირაძე (46. მეშველიანი), ტვილდიანი, მ. კობახიძე, კვერკველია, უბილავა, კვეკვესკირი, პაპავა, პარუნაშვილი (46. გიგაური), ყაზაიშვილი (61. დეკანოიძე), ჭანტურია (72. ჩაფიძე), სხირტლაძე (57. კაჭარავა). სათადარიგოები: თედორე გრიგალაშვილი,
ევროშესარჩევს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შემოდგომაზე დაიწყებს - 5 სექტემბერს სტუმრად ლუქსემბურგს ეთამაშება, 9 სექტემბერს კი სლოვაკეთთან ექნება საგარეო შეხვედრა.
მათ გარდა, ჯგუფში ჩვენი 21-წლამდელების მეტოქეები შოტლანდია და ჰოლანდია არიან.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"