"ბავშვობისდროინდელმა ტრავმამ თავი შემახსენა" - ლაშა დვალი ისრაელში მიდის

AutoSharing Option
14 აგვისტოს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ლატვიასთან სტუმრად ამხანაგური შეხვედრა გამართა და ანგარიშით 4:0 გაიმარჯვა.

ალექსანდრე ჩივაძემ გუნდში 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი მცველი ლაშა დვალიც გამოიძახა, მაგრამ ის არც შემადგენლობაში გვინახავს და არც განაცხადში.

ცხადია, დავინტერესდით და აღმოჩნდა, რომ დვალი ტრავმირებულია.

"ისრაელში მივდივარ, რადგან ტრავმამ შემაწუხა. ბავშვობაში რომ მტკიოდა ფეხი, სამი დღის წინ თავი ისევ შემახსენა.

ამის გამო გამოვტოვე ლატვიის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრა, ვარჯიშიც აღარ შემეძლო და ყველაზე სამწუხარო რაც არის, ახალგაზრდულ ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში ვერ დავეხმარე.

თვის ბოლოს ისრაელში მივდივარ,
იქ გამოკვლევას ჩამიტარებენ. ბოლო თაობის ტექნიკა აქვთ და იმედია, დროულად და ოპერაციის გარეშე გადამიჭრიან პრობლემას.

სავარაუდოდ, მკურნალობისთვის სამი თვე დამჭირდება, თუმცა ეს მაინც ორგანიზმზეა დამოკიდებული",
- ამბობს დვალი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული